შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მელიქიშვილის გამზირზე
აქციის დაშლის დროს, 16 ადამიანი დააკავეს.
ყველა მათგანის დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა.
დაკავებულებიდან სამი, ხელწერილის საფუძველზე უკვე გაათავისუფლეს.
დაკავებულებს შორის იყო ტელეკომპანია "მთავარი არხის" ოპერატორი,
სერგო ბარამიძეც, რომელიც ამ დროისთვის გათავისუფლებულია.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან უწყვეტი აქცია 17 ნოემბერს
დაიწყო. აქტივისტებმა უკვე ორი ღამე გაათენეს კარვებში. დღეს, დილის
რვა საათზე, მელიქიშვილის გამზირზე შინაგან საქმეთა სამინისტროს
თანამშრომლებმა აქციის მონაწილეების დაკავება ძალის გამოყენებით
დაიწყეს.
დაკავებების მიუხედავად, აქტივისტები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ
და აცხადებენ, რომ ბრძოლა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე არჩევნებზე
ხელისუფლების მიერ მიტაცებულ ხმებს არ დაიბრუნებენ.
მასალის გამოყენების პირობები