ახალი ამბები
"აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს" - სახალხო დამცველი აქტივისტების დაკავებაზე
FaceBook
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, ერთი საათის წინ გამოეხმაურა დილის 8 საათზე აქციის მონაწილეების დაკავებას.

იოსელიანის თქმით, იმ დროისთვის, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აქტივისტების დაკავება დაიწყეს, აქცია მშვიდობიანი იყო და ჯდებოდა შეკრების თავისუფლების სტანდარტებში.

"იმ დროისთვის, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო მელიქიშვილის გამზირზე მყოფი აქციის
მონაწილეების დაკავება, აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს და ჯდებოდა შეკრების თავისუფლების სტანდარტებში. ამ დროს, მოქალაქეებზე პოლიციის მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას თუ ძალის
გადამეტების ფაქტებს", - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან უწყვეტი აქცია 17 ნოემბერს დაიწყო. აქტივისტებმა უკვე ორი ღამე გაათენეს კარვებში. დღეს, დილის რვა საათზე, მელიქიშვილის გამზირზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აქციის მონაწილეების დაკავება ძალის გამოყენებით დაიწყეს. ამ დროისთვის უცნობია დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა და მათი ადგილსამყოფელი. დაკავებულთა შორის იყო ჟურნალისტი სერგი ბარამიძე, რომელიც ამ დროისთვის თავისუფალია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:41 / 05.04.2025
"დარწმუნებულები ვართ, ძალიან მალე დაგვიბრუნდება გელათის სამონასტრო კომპლექსი ხარაჩოების, დროებითი კონსტრუქციების გარეშე, სრულად აღდგენილი და ყველა კიდევ ერთხელ ვიამაყებთ ჩვენი ქვეყნის ამ უძვირფასესი მემკვიდრეობით,“ - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, გელათის მონასტრის კედლის მხატვრობისა და მოზაიკის საკონსერვაციო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა.
ხვალ, 6 აპრილს, ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან, მაღაროელები
საპროტესტო აქციას გამართავენ.
12:33 / 05.04.2025
ხვალ, 6 აპრილს, ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან, მაღაროელები საპროტესტო აქციას გამართავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.