"საქართველოს ზოგიერთი ბუნებრივი რესურსის კვლევა წამლის ფორმების
შემუშავების მიზნით კანის მიკოზების ადგილობრივი მკურნალობისათვის
2014-2016" კვლევის შედეგები წარმოადგინეს დღეს ქუთაისში აკაკი
წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
კვლევა ეხებოდა კანის მიკოზების , სოკოვანი დაავადებების წამლის
შემუშავებას ადგილობრივი მკურნალობისთვის .
კვლევის დროს გამოყენებული იყო საქართველოს ფლორის
მცენარეები."ქართული მუხა მდიდარია სამკურნალო თვისებებით , ასევე
კალის ფოთლები ,თხილის ფოთლები ასევე გამოვიყენეთ ბროწეული ნაყოფის
ქერქი და სხვა მცენარეები , ეს ის მცენარეებია რომლებსაც აქვთ
ანტისეპტიკური მახასიათებლები. ეს ნაერთები სინთეზური სახითაც
მოიპოვება ქიმიურ მრეწველობაში , მაგრამ მცენარეული ნაერთები
ბუნებრივი სახით გადაგვაქვს წამლის ფორმაში . ამიტომ შევქმენით
მალამოები, რომლებსაც აქვთ კანისა და ლორწოვანი გარსის სოკოს
სამკურნალო თვისებები.მალემოები ხანგრძლივი გამოყენების არის დ მას
კანის გარეგანი გამოყენების დროს არავითარი გვერდითი მოვლენა არ
ახასიათებს ", - განაცხადა ფარმაციის დოქტორმა ნინო
აბულაძემ
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული
პროექტი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის
ფაკულტეტის ფარმაციის სპეციალობის მიერ 2014 წელს დაიწყო და 2016 წლის
2 აპრილს დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები