ახალი ამბები
"არ ვაღიარებთ არჩევნების ლეგიტიმურობას და ბოლომდე ვიბრძოლებთ"- KIU-ს სტუდენტების ნაწილის განცხადება
FaceBook
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება და გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ ქვეყანაში მიმდინარე პროტესტს უერთდება.

სტუდენტები ამბობენ, რომ ყოველთვის იდგებიან იქ, სადაც თავისუფალი საქართველო დგას. 

„ჩვენ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები, მხარდაჭერას ვუცხადებთ ბათუმის, თბილისისა და ყველა სხვა ქალაქის სტუდენტებს მიმდინარე პროტესტში. ჩვენ არ ვაღიარებთ 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობას და სხვა სტუდენტებთან ერთად, ბოლომდე ვიბრძოლებთ გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ. ყოველთვის ვიდგებით იქ, სადაც დგას თავისუფალი საქართველო“, - აღნიშნულია KIU-ს სტუდენტების ნაწილის განცხადებაში. 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბიძინა ივანიშვილის ფონდ "ქართუს" დაფინანსებით აშენდა. KIU-ს სტუდენტები ქუთაისსა და დედაქალაქში მთავრობის მიერ "რუსული კანონის" ინიცირებასა თუ შემდეგ მიღებას აქტიურად აპროტესტებდნენ.

საპარლამენტო არჩევნები, 26 ოქტომბერს, მასობრივი დაშინებისა და მოსყიდვის ფონზე ჩატარდა. 16 ნოემბერს კი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა 53.93%-იანი მხარდაჭერა მიიღო და პარლამენტში 89 მანდატით იქნება წარმოდგენილი.

26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს მხოლოდ სახელისუფლებო პარტია აღიარებს. არჩევნების შედეგებს არ ცნობს ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და მოსახლეობის, მათ შორის სტუდენტების, უმრავლესობა.

გუშინ, 17 ნოემბერს, ოპოზიციამ უწყვეტი პროტესტი დაანონსა და მოქალაქეებმა ღამე კარვებში გაათენეს. პროტესტის შემდგომ სტრატეგიას ოპოზიციის ლიდერები, დღეს, 18 ნოემბრის საღამოს, გამოაცხადებენ.

ფოტო: არქივი
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე დაკავებულებიდან ცხრა
დემონსტრანტმა იზოლატორი დღეს დატოვა.
11:33 / 21.11.2024
19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე დაკავებულებიდან ცხრა დემონსტრანტმა იზოლატორი დღეს დატოვა.
საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობასთან
დაკავშირებით პრეზიდენტის სარჩელი დაარეგისტრირა.
16:53 / 20.11.2024
საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის სარჩელი დაარეგისტრირა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.