ახალი ამბები
ცესკოს მიმართვის საფუძველზე, შსს-მ, დავით კირთაძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ცესკოს მიმართვის საფუძველზე, გამოძიება, სსკ-ის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

საქმე ეხება „ენმ“-ის წევრ დავით კირთაძის მიერ ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილისთვის შავი სითხის შესხმას.

როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, გიორგი კალანდარიშვილს დავით კირთაძემ ამ დროისთვის დაუდგენელი თხევადი სითხე შეასხა. 

"ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების მსვლელობისას ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება",- აცხადებენ შსს-ში.

სხდომაზე, სადაც კომისია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აჯამებდა, კირთაძესა და კალანდარიშვილს შორის სიტყვიერი კამათი დაიწყო, რა დროსაც ცესკოს თავმჯდომარემ ოპოზიციონერ წევრს მიკროფონი გაუთიშა. ამის შემდეგ, კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს სახეში შავი საღებავი შეასხა. "შენ ხარ ჩვენი ქვეყნის სირცხვილი, შენ ხარ შავი ლაქა", - მიმართა მან კომისიის თავმჯდომარეს.

სხდომაზე შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგაც გიორგი კალანდარიშვილმა სხდომა ახვეული თვალით გააგრძელა.

ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა და „ქართული ოცნებას“ - 53.93% დაუწერა. 

26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს მხოლოდ სახელისუფლებო პარტია აღიარებს. ცესკოს შედეგებით, მე-11 მოწვევის პარლამენტში, “ქართულმა ოცნებამ” 150-დან 89 მანდატი მოიპოვა, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას, ჯამში - 61 მანდატი აქვს.

ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა. მათი თქმით, არჩევნების დღეს, ბიულეტენებზე საარჩევნო სუბიექტის ნომრის გაფერადების შემდეგ, მელნის კვალი ბიულეტენის მეორე მხარეს ჩანდა, რითაც მასობრივად დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობა. ამის შემდეგ, შავი წრე მოქალაქეების მიერ პროტესტის გამოხატვის სიმბოლოდ იქცა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ კირთაძის მიერ საღებავის შესხმაც ამ დარღვევის მიმართ პროტესტს გამოხატავდა.





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი
კალანდარიშვილს კომისიის ოპოზიციონერმა წევრმა დავით კირთაძემ შავი
საღებავი შეასხა.
12:17 / 16.11.2024
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს კომისიის ოპოზიციონერმა წევრმა დავით კირთაძემ შავი საღებავი შეასხა.
უამინდობის გამო, დასავლეთ საქართველოში, საავტომობილო გზებზე
შეზღუდვები დაწესდა.
11:48 / 16.11.2024
უამინდობის გამო, დასავლეთ საქართველოში, საავტომობილო გზებზე შეზღუდვები დაწესდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.