ახალი ამბები
სტრასბურგის სასამართლომ "რუსული კანონის" წინააღმდეგ საჩივარი დაარეგისტრირა
FaceBook
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსული კანონის" წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი დაარეგისტრირა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. 

ორგანიზაციის ცნობით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ "რუსული კანონის" წინააღმდეგ დარეგისტირებული საჩივარი (Georgian Young Lawyers’ Association and Others v. Georgia) კიდევ ერთხელ ააშკარავებს და ამხელს სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციებს „რუსული კანონის“ წინააღმდეგ საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში არ გაუგზავნიათ.

"რუსული კანონი" ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 16 მედია ორგანიზაციის, 120 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის სახელით გასაჩივრდა.

მომჩივნები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების (მე-11 მუხლი), გამოხატვის თავისუფლების (მე-10 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების (მე-8 მუხლი), დისკრიმინაციის (მე-14 მუხლი), სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლების (მე-13 მუხლი) და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლების (მე-18 მუხლის) დარღვევებზე დავობენ.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, იგივე "რუსული კანონი" პარლამენტმა 2-თვიანი საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, მაინც მიიღო. ის ძალაში 4 ივნისიდან შევიდა.


ამავე თემაზე:

"რუსული კანონის" წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა სტრასბურგში გრძელდება

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, ტენდერები
ცხადდება.
15:28 / 14.11.2024
ქუთაისში, საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, ტენდერები ცხადდება.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ოქტომბრის
თვეში, მგზავრთნაკადი შემცირდა.
14:03 / 14.11.2024
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ოქტომბრის თვეში, მგზავრთნაკადი შემცირდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.