ახალი ამბები
14 ნოემბრიდან მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა იწყება
FaceBook
მიმდინარე წლის14 ნოემბრიდან, სტატისტიკის ეროვნული სამსახური მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერას იწყება.
აღწერა ორ ეტაპად ჩატარდება და 19 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

პირველ ეტაპზე, 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, მონაცემები შეგროვდება თვითრეგისტრაციის მეთოდით. მოქალაქეები დამოუკიდებლად, კომპიუტერის/პლანშეტის/სმარტფონის მეშვეობით, ელექტრონულად ავსებენ კითხვარებს. აღნიშნული მეთოდის გამოყენება ხელსაყრელია იმ რესპონდენტებისთვის, რომელთაც არ სურთ ინტერვიუერის სახლში სტუმრობა ან არ აქვთ საკმარისი დრო პირისპირ ინტერვიუსთვის.

მოქალაქეებს თვითრეგისტრაციის გავლა შეუძლიათ საქსტატის სპეციალურ პლატფორმაზე ttps://census2024.geostat.ge/ka.

აღწერის მეორე ეტაპი დაიწყება 29 ნოემბერს. მონაცემები შეგროვდება საქსტატის ინტერვიუერების მიერ, კარდაკარის პრინციპით.

აღწერის შედეგების საფუძველზე, ხელმისაწვდომი იქნება ზუსტი და განახლებული მონაცემები, როგორც მოსახლეობის რაოდენობის, მისი სქესობრივ-ასაკობრივი შემადგენლობის, სხვადასხვა დემოგრაფიული, სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლების მიხედვით, ასევე შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტივობის შესახებ, თვითმმართველი ერთეულებისა და დასახლებების დონეზე.

მოსახლეობის აღწერა ბოლოს 2014 წელს ჩატარდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ
16:42 / 14.11.2024
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსული კანონის" წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი დაარეგისტრირა.
ქუთაისში, საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, ტენდერები
ცხადდება.
15:28 / 14.11.2024
ქუთაისში, საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, ტენდერები ცხადდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.