ახალი ამბები
პრეზიდენტმა ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი მეომრები დააჯილდოვა
FaceBook
საქართველოს პრეზიდენტმა ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში მონაწილე მეომრები დააჯილდოვა.

ქვეყნის მთავარსარდალმა ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენი გადასცა ლევან ქეცბაიას და ხუთი გარდაცვლილი მეომრის ოჯახს.

ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდნენ:

ლევან ქეცბაია - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მე-2 საარმიო კორპუსის, 23-ე ბრიგადის საბრძოლო მომზადების უფროსი ოფიცერი (სიცოცხლეში);
ბესარიონ მამუკელაშვილი - მაიორი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული სპეციალური დანიშნულების რაზმის "იუპიტერის" უფროსი (სიკვდილის შემდეგ);
სპარტაკ მარხულია - პოლკოვნიკი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი II საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მეთაურის პირველი მოადგილე (სიკვდილის შემდეგ)


ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (სიკვდილის შემდეგ) დაჯილდოვდნენ:

ბადრი ბაღათურია - ლეიტენანტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელი;
კობა მირზაშვილი - უმცროსი ლეიტენანტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელი;
მალხაზ გაჩეჩილაძე - პოლკოვნიკი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის I სამმართველოს (ოპერატიული) სპეცდავალებათა ოფიცერი.

დაჯილდოების ცერემონია დღეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გაიმართა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ
16:42 / 14.11.2024
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსული კანონის" წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი დაარეგისტრირა.
ქუთაისში, საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, ტენდერები
ცხადდება.
15:28 / 14.11.2024
ქუთაისში, საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, ტენდერები ცხადდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.