ახალი ამბები
ამბავი სამართლის უზენაესობის შესახებ - USAID გრაფიკული მოთხრობების კონკურსს აცხადებს
FaceBook
USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა აცხადებს გრაფიკული მოთხრობების კონკურსს სახელწოდებით: ამბავი სამართლის უზენაესობის შესახებ. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დამამთავრებელი კლასების [IX, X, XI და XII] მოსწავლეებსა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს. 

მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა, ქართულ ენაზე უნდა დაწეროს მხატვრული მოთხრობა.
მოთხრობა და მასში მოცემული სიუჟეტი(ები) უნდა ეხებოდეს სამართლის უზენაესობას და მიმოიხილავდეს ისეთ საკითხებს, როგორიცაა/მაგალითად: ბავშვთა უფლებები, ქალთა უფლებები, თანასწორობა, სამართლიანი სასამართლოს უფლება, განათლების უფლება, და სხვა. ერთი მოთხრობის სიტყვების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 2500-ს და მომზადებული უნდა იყოს MS Word-ის ფორმატის ფაილში.

კონკურსის შედეგად გამოვლინდება 3 გამარჯვებული, რომლებიც მიიღებენ შემდეგი ოდენობის სასაჩუქრე ვაუჩერებს: I ადგილი – 1000 ლარი; II ადგილი – 700 ლარი; III ადგილი - 500 ლარი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა:

2024 წლის 8 ნოემბრამდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე:https://docs.google.com/forms/d/1v_WctGz5OTH_AgCqArd1j_xCUEmNiERGvYT0RX3t804/edit
თუმცა ვინც ვერ მიასწრო, რეგისტრაციის გარეშეც შეუძლიათ კონკურსში მონაწილეობა. 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2024 წლის 30 ნოემბრამდე უნდა გამოაგზავნონ საბოლოო საკონკურსო ნაშრომი, მოთხრობა (ავტორის სრული სახელის და გვარის, ისევე როგორც საკონტაქტო ტელეფონის ნომრის მითითებით) შემდეგ მისამართზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
გამოგზავნის დროს, წერილის სათაურში (შუბჯეცტ-ველი) უნდა მიუთითოთ "მოთხრობების კონკურსი."



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ
16:42 / 14.11.2024
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსული კანონის" წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი დაარეგისტრირა.
ქუთაისში, საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, ტენდერები
ცხადდება.
15:28 / 14.11.2024
ქუთაისში, საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, ტენდერები ცხადდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.