თბილისში იმყოფებიან გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის,
ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პარლამენტების საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები, რომლებიც შეხვდნენ
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.
ორბელიანების სასახლეში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც საქართველოს
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ, პარლამენტარები ევროკავშირის ქვეყნებიდან
საქართველოში იმყოფებიან იმისთვის, რათა ქვეყანას კრიზისიდან
გამოსვლაში დაეხმარონ.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა რომ საქართველოში არჩევნები "სხვების
დახმარებით" "ერთპარტიულად მართული და გაყალბებული" იყო.
საქართევლოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების თაობაზე
ისაუბრა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარემ მიხაელ როთმაც.
"ბოლო დროის არჩევნები საქართველოში არ იყო თავისუფალი დ ა
სამართლიანი უმრავლესობა საარჩევნო უბენებზე ხმის მიცემის ფარულობა არ
იყო უზრუნველყოფილი. მიდიოდა ფართედ ამომრჩეველთა მოსყიდვა. დაშინება.
მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა ძირი გამოუთხარეს დემოკრატიას,
რამაც დიდი კითხვები დასვა არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით
რაც დაამტკიცა საერთაშორისო დამკვირვებლების მისიებმა და ქართული
მასმედიის განცხადებებმა".
როთის თქმით ისინი მხარს უჭერენ ამ განცხადებების საფუძველზე მოხდეს
დამოუკიდებელი გამოძიება.
"სანამ ნათელი არ მოეფინება ამ არჩევნებს ევროკავშირი ვერ აღიარებს
მას როგორც ლეგიტიმურს. (მასმედიის და სადამკვირვებლო მისიების)
განცხადებები თუ დამოუკდებლად არ იქნება გამოძიებული ჩვენ მოვითხოვთ
ინდივიდუალურ სანქციებს, ვინც პასუხს აგებს ამომრჩეველთა
მანიპულაციაზე. ამომრჩეველთა დაშინებაზე. ანგარიშვალდებულება და
დემოკრატია ხელიხელჩაკიდებული უნდა მიდიოდეს და ის ვინც ძირს უთხრის
ამ პრინციპებს მან უნდა ფასი გადაიხადოს".
როთმა უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესაძლებლობაზეც ისაუბრა
ასევე იმაზეც, რომ თუ არ გაუქმდება "აგენტების კანონი" საქართველოს
პროგრესი ევროკავშირის მიმართულებით შეჩერებული დარჩება.
მანამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი
სტუმრებს არ შეხვდა. რაზეც პოლონეთის პარლამენტის საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, მიჰაუ კამინსკიმ უპასუხა.
"როდესაც მმართველი პარტია გვისვამს კითხვას, თუ რა გვაძლევს უფლებას,
რომ აქ ვიმყოფებოდეთ, გიპასუხებთ: მე აქ ვიყავი პრეზიდენტ
კაჩინსკისთან ერთად, როდესაც თბილისი იყო საფრთხეში, მე გავაკეთე
ორგანიზება ამ ვიზიტისა, როგორც სახელმწიფო მდივანმა. ამ ქალაქში
ვიყავი, როცა იყო რუსული საფრთხის ქვეშ. ვიმყოფები ისევ ამ ქალაქში,
იმიტომ რომ თბილისი ისევ რუსული საფრთხის ქვეშ იმყოფება. ეს საფრთხე
შეიძლება ტანკებით არ არის გამოხატული, თუმცა რამდენიმე კილომეტრის
დაშორებით დგანან. ეს ქალაქი საფრთხის ქვეშ არის რუსული
დეზინფორმაციის გამო და რუსული სტილის პოლიტიკის გამო. ქართველი
ხალხის წინაშე, ისევე როგორც პოლონელი, უკრაინელი, ლიეტუველი თუ
ესტონელი ხალხის წინაშე ორი გზაა, ან ევროპისკენ ან რუსულ ხელში
ჩავარდნა. აი, ამიტომაც ვიმყოფებით აქ. ჩვენ ვიმყოფებით ჩვენი
სიმპათიების გამო, თუ სიყვარულს არ დავარქმევთ ამას, ჩვენი
ვალდებულების თვალსაზრისით, ევროპული ღირებულებებისადმი სიყვარულიც
გამოც".
პაპუაშვილს მიმართა საფრანგეთის პარლამენტის დეპუტატმა ფრედერიკ
პეტიტმაც.
"ევროპა არის ოჯახი, ევროკავშირი გახლავთ კონფლიქტების მართვის
ინსტრუმენტი...ზოგჯერ ჩვენ ვერ ვთანხმდებით, ევროპალარამენტში ჩვენ
ზოგჯერ უთანხმოება გვაქვს, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ ერთად მაგრამ ჩვენ
თვის გასაოცარია, როდესაც პარლამენტარი მე მეუბნება, რომ არ
შევხვდებით იმიტომ რომ შენ არ მეთანხმები მე. ეს ჩემთვის სრული
უარყოფაა იმისა თუ რას გულისხმობს დემოკრატია ერთადერთი ადგილი სადაც
არ არის კონფლიქტი არის სასაფლაო. მე არ მეჩქარება იქ... ჩვენ რომ
ველაპარაკებით ერთმანეთს ამაზე დგას ევროკავშირი".
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა
არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი და დარღვევები
სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.
მასალის გამოყენების პირობები