ახალი ამბები
"არა რუსულ არჩევნებს" - დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება
FaceBook
დღეს, 9 ნოემბერს, დედაქალაქში საპროტესტო აქცია გაიმართება.

"კოალიცია ცვლილებისთვის", "ძლიერი საქართველო" და "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" საპროტესტო მსვლელობას გამართავს. მოქალაქეები ორ ლოკაციაზე - მეტროსადგურ სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მეტროსადგურ მარჯანიშვილის მოედანთან შეიკრიბებიან. მსვლელობა 15:00 საათიდან დაიწყება.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მასობრივი დაშინებისა და მოსყიდვის ფონზე ჩატარდა. დამკვირვებლებმა და მედიის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს ხმის მიცემის გაყალბების, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევისა და ე.წ. კარუსელის ასეულობით ფაქტი. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დარღვევებზე მომზადებული სარჩელები, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ერთადერთი პრეცედენტული გადაწყვეტილებაც, რომელიც თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ მიიღო 30 უბნის შედეგების ბათილობის შესახებ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, "ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო არჩევნებში ხმების 53% მიიღო, რასაც არ ეთანხმება საზოგადოების დიდი ნაწილი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.