ახალი ამბები
უპასუხო პროტესტი - შუქრუთელები სამი კვირაა მედიაციის გაგრძელებას ელოდებიან
FaceBook
ჭიათურის სოფელ შუქრუთში პროტესტის 242- ე დღეა.

შუქრუთელებს, რომლებიც რვა თვეა საკუთარი სახლების დანგრევისთვის კომპენსაციას ითხოვენ, ხელისუფლება კვლავ ატყუებს. მოლაპარაკებები, რომლის დაწყებასაც აქციის მონაწილეებმა 43 დღიანი შიმშილობის ფასად მიაღწიეს, შეჩერებულია. შუქრუთელები უკვე სამი კვირაა, მედიაციის ფარგლებში, მორიგი შეხვედრის ჩანიშვნას ელოდებიან, თუმცა, მთავარი მედიატორი, პარლამენტის დეპუტატი რატი იონათამიშვილი არც მათ და არც მედიას არ ელაპარაკება. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. შუქრუთელები ამბობენ, რომ ბრძოლას არ შეწყვეტენ.

"ველოდებით როდის გამოვლენ კომუნიკაციაზე. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ოჯახებს, ჩვენს საარსებო გარემოს და არ ვაპირებთ პროტესტის შეწყვეტას, ვიდრე ეს პრობლემა არ გადაიჭრება", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, გიორგი ნეფარიძე.

ხელისუფლებისთვის, ახლა შუქრუთელები კიდევ უფრო ნაკლებ პრობლემას წარმოადგენს, ვიდრე მანამდე, როცა ისინი საპროტესტო აქციებს დედაქალაქში მართავდნენ. საკანონმდებლო ორგანოსთან პროტესტის შეწყვეტისა და ჭიათურაში დაბრუნების შემდეგ, პროცესის გაჭიანურება უფრო მარტივია, რასაც ცხადყოფს მედიატორის სამკვირიანი დუმილი.

პარალელურად, შუქრუთელებს ჭიათურის მაღაროების გაჩერებაში ადანაშაულებს "ჯორჯიან მანგანეზი". მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, "Chiatura Management Company" მ, რომელიც ჭიათურის მაღაროების მმართველ კომპანიას წარმოადგენს, სამუშაო პროცესის შეჩერების შესახებ განაცხადა. შექმნილ კრიზისში კომპანია მთავარ დამნაშავედ შუქრუთელებს ასახელებს, რომლებსაც ამ დრომდე პიკეტირებული აქვთ ორი მაღაროს შესასვლელი. "Chiatura Management Company"- მ გამოქვეყნებულ განცხადებაში დაწერა, რომ ჭიათურაში საწარმოო პროცესი, შუქრუთის მოსახლეობის რადიკალური პროტესტის შედეგად წარმოშობილი ფინანსური კრიზისის გამო გაჩერდა.

ახლა, შუქრუთელების პროტესტი ერთგვარ ჩიხად იქცა. კომპანია, რომელიც ჯერ კიდევ მაღაროების გაჩერებამდე საუბრობდა ფინანსურ პრობლემებზე, საწარმოო პროცესის აღდგენას მომდევნო ოთხი თვე არ პროგნოზირებს. გამოდის, რომ პროტესტის მონაწილეები ფულად კომპენსაციას კრიზისში მყოფი, გაჩერებული კომპანიისგან ითხოვენ.

შუქრუთელების იმედი კვლავ მედიაციაა. პროტესტის მონაწილეებისთვის კომპანიასთან შეთანხმების ერთადერთი გზა სამმხრივი ფორმატის მოლაპარაკებებზე გადის, თუმცა, რამდენი ხანი მოუწევთ შუქრუთელებს ლოდინი, უცნობია.


ამავე თემაზე:

რატომ ენდობიან "შუქრუთელები" ისევ ხელისუფლებას?!

შუქრუთელების პროტესტმა თბილისიდან ჭიათურაში გადაინაცვლა

შუქრუთელებმა თბილისში პროტესტი შეწყვიტეს
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
აცხადებს გრაფიკული მოთხრობების კონკურსს სახელწოდებით: ამბავი სამართლის
უზენაესობის შესახებ. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დამამთავრებელი
კლასების [IX, X, XI და XII] მოსწავლეებსა და უმაღლესი სასწავლებლების
სტუდენტებს. 
13:50 / 13.11.2024
USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა აცხადებს გრაფიკული მოთხრობების კონკურსს სახელწოდებით: ამბავი სამართლის უზენაესობის შესახებ. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დამამთავრებელი კლასების [IX, X, XI და XII] მოსწავლეებსა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს. 
USAID -ის სამართლის უზენაესობის პროგრამა
აცხადებს ფოტოკონკურსს სახელწოდებით: ადამიანის უფლებები ობიექტივში /
Human Rights Through the Lens.
13:28 / 13.11.2024
USAID -ის სამართლის უზენაესობის პროგრამა აცხადებს ფოტოკონკურსს სახელწოდებით: ადამიანის უფლებები ობიექტივში / Human Rights Through the Lens.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.