ახალი ამბები
წინასწარი მონაცემებით, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა
FaceBook
წინასწარი მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.

შტატების ნაწილში ხმები ჯერ ისევ დასათვლელია, თუმცა, ტრამპმა ორ მერყევ შტატში კაროლინასა და ჯორჯიაში კონკურენტ კამალა ჰარისს მოუგო.

ამ დროისთვის, საარჩევნო კოლეგიაში დონალდ ტრამპს 267 ხმა აქვს, ხოლო კამალა ჰარისს 214 ხმა. ამერიკული მედიაგამოცემები აცხადებენ, რომ უკვე შესაძლებელია იმის პროგნოზირება, თუ რამდენ ხმას მოაგროვებს დონალდ ტრამპი და ეს ციფრი, სავარაუდოდ, 277 იქნება, რაც სავსებით საკმარისია საპრეზიდენტო არჩევნებში გასამარჯვებლად.

უკვე ცნობილია, რომ რესპუბლიკელებმა მოიპოვეს უმრავლესობა შტატების სენატშიც. 100 კაციან სენატში რესპუბლიკელებს 51 სენატორი ეყოლებათ. რესპუბლიკური პარტია ლიდერობს წარმომადგენელთა პალატაშიც.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ხმების დათვლა გრძელდება. ვაშინგტონში გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები. კაპიტოლიუმსა და თეთრ სახლთან განთავსებულია ბარიკადები, მობილიზებულია ეროვნული გვარდია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში,
კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით დაწერილი საჩივრების ორდღიანი
განხილვა დასრულდა.
11:02 / 07.11.2024
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით დაწერილი საჩივრების ორდღიანი განხილვა დასრულდა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ახალი წლისთვის ემზადება.
16:49 / 06.11.2024
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ახალი წლისთვის ემზადება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.