პროგრამა
შაქრიანი დიაბეტის ადრეულ დიაგნოსტიკას ითვალისწინებს.
მულტიპროფილურმა ჰოსპიტალმა "მედიქალსიტი" შაქრიანი დიაბეტის სკრინინგ
პროგრამა დაიწყო.
პროგრამა შაქრიანი დიაბეტის ადრეულ დიაგნოსტიკას ითვალისწინებს.
პროგრამა ამჟამად მოიცავს ქუთაისის საჯარო სკოლის პედაგოგების
სკრინინგს.
სკრინინგის შედეგად გამოვლენილი დიაბეტის რისკ ჯგუფში შემავალი
პაციენტები მიიღებენ უფასო ამბულატორიულ ვიზიტს "მედიქალსიტის" ექიმ
ენდოკრინოლოგთან.
საჭიროების მიხედვით, პაციენტების ჩაერთვებიან დიაბეტის მართვის
სახელმწიფო პროგრამაში, რომელიც მოიცავს გამოკვლევებსა და ექიმის
კონსულტაციებს სხვადასხვა პროფილით.
როგორც ჰოსპიტალში განმარტავენ, პროგრამის ფარგლებში საჯარო სკოლის
პედაგოგები და სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე შაქრიანი დიაბეტით
დაავადებული პირები ფინანსდებიან 100 %- ით.
რაც შეეხებათ ინსულინმომხმარებელ პაციენტებს, ისინი კონსულტაციების
ღირებულების მხოლოდ 30 %-ს (72 ლარი) გადაიხდიან, ხოლო მედიკამენტებზე
მყოფ პაციენტებს საერთო ღირებულების 50 %-ს (120 ლარი) გადახდა
მოუწევთ.
მასალის გამოყენების პირობები