ახალი ამბები
არჩევნების სავარაუდო გაყალბებაზე გამოძიება დაიწყო - პრეზიდენტი გამოკითხვაზე დაიბარეს
FaceBook
საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო და პრეზიდენტი გამოკითხვაზე დაიბარა.

უწყების ცნობით, ცესკო-ს განცხადებისა და საჯარო სივრცეში მასმედიის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი უნდა ფლობდეს მტკიცებულებებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით, რის გამოც, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტი, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, გამოკითხვის მიზნით საგამოძიებო უწყებაშია დაბარებული.

"საქართველოს პროკურატურა ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, როგორც ცესკო-ს მომართვაში მითითებული, ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტის, ცალკეული პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული ფაქტების შესწავლის მიზნით. მათ შორის, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება ყველა ის პირი, რომელიც შესაძლებელია, ფლობდეს ინფორმაციას სავარაუდო, დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით.

აქვე, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს გამოვლენილი ცალკეული სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით, სამართალდამცავი უწყებები აქტიურად აწარმოებენ გამოძიებას არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე",- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ამავე განცხადების მიხედვით, გამოძიების შედეგების შესახებ პროკურატურა პერიოდულად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას.

ცენტრალურმა საარჩევნო კომპანიამ გუშინ, 29 ოქტომბერს, განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ცესკო განსაკუთრებული თავდასხმის და უსაფუძვლო კრიტიკის ობიექტი გახდა და პროკურატურას მიმართა იმ გარემოების დასადგენად, შეესაბამება თუ არა სიმართლეს საქართველოს პრეზიდენტის, პოლიტიკოსებისა თუ ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ გაკეთებული განცხადება თუ გავრცელებული ინფორმაცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით.

26 ოქტომბერს, საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. არჩევნების მეორე დღეს, ოპოზიციურ პარტიებთან გამართული ინტენსიური კონსულტაციების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ იგი არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ ცნობს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:30 / 30.10.2024
"ხმის მიცემის ფარულობა საარჩევნო კონსტიტუციური უფლების ძირეული კომპონენტია, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც, უფლების დაცულობის მასშტაბი ფიქციური ხდება, “ - აღნიშნულია 
საქართველოს პარლამენტთან 44 დღიანი უწყვეტი აქციის და შიმშილობის
შემდეგ, ჭიათურაში დაბრუნებული შუქრუთელები ხელისუფლებას ნდობას
უცხადებენ.
14:06 / 30.10.2024
საქართველოს პარლამენტთან 44 დღიანი უწყვეტი აქციის და შიმშილობის შემდეგ, ჭიათურაში დაბრუნებული შუქრუთელები ხელისუფლებას ნდობას უცხადებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.