ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ, შემთხვევითი შერჩევის
პრინციპით, გადათვლილი 5 უბნიდან (#7; #20; #10; #47 და #57)
შემაჯამებელი ოქმი ერთ უბანზე შეიცვალა.
კერძოდ, 57-ე საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი იყო 4 ნომერ
საარჩევნო სუბიექტზე 222 ხმა, ხელახალი გადათვლის შემდეგ კი
აღმოჩნდა, რომ ამ სუბიექტის ერთი ხმა მიმატებული იყო "ქართულ
ოცნებას". რეალურად, 4 ნომერს 223 ხმა ჰქონდა ამ უბანზე მიღებული,
ხოლო "ქართულ ოცნებას", 629 ხმის ნაცვლად, 628.
ამის გარდა, ხელახალმა გადათვლამ აჩევენა, რომ ამ უბანზე ცდომილება
იყო ბათილ ბიულეტენებშიც. ბათილ ბიულეტენებში გაფუჭებული ბიულეტენი
იყო მითვლილი, რამაც 31 შეადგინა. სინადვილეში კი, ბათილი 31-ის
ნაცვლად, 30 ბიულეტენი აღმოჩნდა.
ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ 5 საარჩევნო უბანი 29
ოქტომბერს, მე-15 საჯარო სკოლის საწყობში გადათვალა. თითოეულ უბანს
ხუთ-ხუთი ადამიანი ითვლიდა: ერთი, ამავე უბნის კომისიის თავმჯდომარე,
ასევე, ორი ადამიანი უბნიდან (ერთი, პარტიის მიერ დანიშნული და მეორე
- ოლქიდან); ასევე ორი მთვლელი იყო ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო
კომისიიდან: ერთი, პარტიის მიერ დანიშნული და მეორე - ოლქიდან.
მთვლელების გამოვლენაც კენჭისყრით მოხდა.
ხმების გადათვლას ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივი სადამკვირებლო
ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე, საერთაშორისო სადამკვირებლო
ორგანიზაციიდან დამკვირვებლები.
ქუთაისში არჩევანი 81 242 ადამიანმა დააფიქსირა, რაც ქალაქში
რეგისტრირებული ამომრჩევლების 53,27%-ს შეადგენს.
ქალაქში გახსნილ 72 საარჩევნო უბანზე ხმები შემდეგნაირად
გადანაწილდა:
"ქართული ოცნება” – 38 089 ხმა, რაც საერთოდ ამომრჩევლის 47,25%-ს
შეადგენს.
“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” – 8 467 ხმა, 10,50%.
“კოალიცია ცვლილებებისთვის” – 11 461 ხმა, 14.22%.
“ძლიერი საქართველო” – 7 641 ხმა, 9,48%.
“გახარია საქართველოსთვის – 6 454 ხმა, 8,01%.
26 ოქტომბრის არჩევნებზე, 81 790 ბიულეტენიდან ბათილად 1171 ჩაითვალა.
ამ არჩევნებზე ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში 50 საჩივარი
შევიდა.
ქუთაისში სულ 152 506 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. ქვეყნის
მასშტაბით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენდა.
ამომრჩევლებს, ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურებოდა.
26 ოქტომბერს, საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები
გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები