ახალი ამბები
აგიტაცია უბნებზე, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, ზეწოლა ამომრჩევლებზე - დამკვირვებლები დარღვევებზე საუბრობენ
FaceBook
ქუთაისში ჩატარებულ საპროტესტო აქციას ბევრი ის მონაწილე ჰყავდა, რომლებიც დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდნენ საარჩევნო უბნებზე.

ისინი არჩევნებსი დღეს მნიშვნელოვან დარღევვებზე საუბრობენ.

"სამართლიანი არჩევნებიდან" ვიყავი დამკვირვებელი. ვაკვირდებოდი ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვედში მიმდინარე პროცესს. "ოცნებას" ჰყავდა თავისი ოფიციალური კოორდინატორი, რომელიც აღრიცხვას აწარმოებდა, თუმცა უბანში იმყოდფებოდა სხვა, არაოფიციალური კოორდინატორიც, რომელიც გავლენიანი პირი იყო, როგორც ჩანს, ამ სოფელში. თან გახლდათ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის მეუღლე. მოხუცი მოვიდოდა, თუ ახალგაზრდა ხმის მისაცემად, ყველას შეჰყვებოდა ხოლმე კაბინაში და "ეხმარებოდა" ხმის მიცემის პროცესში. ყველა აღმოჩნდა "ბრმა", პრობლემა ჰქონდა მხედველობის და „ვერ ხედავდა“ რომელი წრე გაეფერადებინათ. მათ შორის ახლგაზრდებიც. დაკვირვებლების მხრიდან პროტესტზე არ რეაგირებდნენ საარჩევნო კომისიის წევრები, არც კომისიის თავმჯდომარე. ამბობდნენ, რომ ეს ამის ნათესავია, ეეს იმის და ნათესაობით ამართლებდნენ დარღვევებს. ამ ფაქტებზე დაიწერა სამი თუ ოთხი საჩივარი, დავუკავშირდით ჩვენი ორგანიზაციის წამომადგენელს და ალბათ სარჩელსაც შეადგენენ", - ამბობს დამკვირვებელი ამბროსი მელქაძე.

დარღევევბზე მიუთითებს დამკვირვებელი ნინო მარგველაშვილიც.

"ქუთაისში საფიჩხიას ერთ-ერთ უბანზე ვაკვირდებოდი არჩევნებს. თავიდან თითქოს ნორმალურად თანამშრომლობდნენ. მაგრამ როდესაც ჩემი ხმის მიცემა დავაპირე ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მაია აბრამიძემ მომთხოვა, რომ "ოცნებას" მიეცი ხმაო, მე ვუთხრი რომ - არა, აგიტაციას ეწევით დ ა ამის უფლება არ გაქვთ, დარღევევაა, მეთქი. მერე ვინც შემოვიდოდა ტელეფონში იწერდა სახელებსა და გვარებს, საჩივარი დავწერე აგიტაციის გამო. რის შემდეგაც მომაყენა შეურაცხყოფა", - ყვება ნინო მარგველაშვილი.

საკუტარ ფეისბუკპოსტში, უბნებზე არსებულ მტრულ გარემოზე ყვება ანა ჭეიშვილი, რომელიც დამკვირვებელთა მობილური ჯგუფის წევრი იყო. 

" კომისიის წევრები პირადად, მე, არ მაძლევდნენ უფლებას გადამეღო რა ხდებოდა საარჩევნო უბანზე, ვგულისხმობ იმას რისი უფლებაც მქონდა. პირველ უბანზე კომისიის თავმჯდომარე დამემუქრა, თუ კიდევ ამოვიღებდი ტელეფონს ჯიბიდან, უბნიდან გამაგდებდა. ეს ხდებოდა სხვა უბნებზეც. მაგალითად, მეორე უბანზე, კომისიის თავმჯდომარემ არ გადამაღებინა, ჩანაწერთა წიგნში შეტანილი გადასატანი ყუთის ლუქის ნომრები,რისი უფლებაც არ ჰქონდათ. ასევე, არ მომცა უფლება, გადამეღო სადავო ბათილი ბიულეტენები, უკვე ხელით გადათვლის დროს. იმ ბიულეტენებზეა ლაპარაკი რომელიც ბათილი იყო, მაგრამ უნდოდათ ნამდვილად გაესაღებინათ "ქართული ოცნების" სასარგებლოდ და რომ არა, რამდენიმე დამკვირვებლის კატეგორიული წინააღმდეგობა, ასეც იზამდნენ. ისედაც, მოგებულ უბანზე, რამდენიმე ბიულეტენისთვის ხმის ჩახლეჩამდე გვაყვირებდნენ. როგორც ვახსენებდით, საჩივრის დაწერას, მაშინვე წამოგესეოდნენ და გვეძახდნენ, "ნაცს", "მტერს" და ა.შ."

ანა დარღვევების კიდევ მრავალ ფაქტზე მიუთითებს.

სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციური სადამკვირვებლო მისია, "ჩემი ხმა" 189 უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვს, რაც 300 000 ამომრჩევლის ხმას აჭარბებს.


ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნებში მმართველმა პარტიამ ხმების 53 %-ზე მეტი მიიღო.


ხუთპროცენტიანი ბარიერი გადალახა სამმა კოალიციამ და ერთმა პარტიამ.


ცესკოს ინფორმაციით, შედეგები ასეთია:


"ქართული ოცნება" - 53.931 %


"კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა" – 11,035%


"ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას" – 10.167%


"ძლიერ საქართველოს – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" – 8,81%


"გახარია საქართველოსთვის" - 7.768%



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე დაკავებულებიდან ცხრა
დემონსტრანტმა იზოლატორი დღეს დატოვა.
11:33 / 21.11.2024
19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე დაკავებულებიდან ცხრა დემონსტრანტმა იზოლატორი დღეს დატოვა.
საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობასთან
დაკავშირებით პრეზიდენტის სარჩელი დაარეგისტრირა.
16:53 / 20.11.2024
საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის სარჩელი დაარეგისტრირა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.