ახალი ამბები
ქუთაისის საოლქო კომისია საჩივრების განხილვას 30 ოქტომბერს დაიწყებს
FaceBook
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში 50 საჩივარი შევიდა.

კომისია, საჩივრებს ორი დღის ვადაში განიხილავს. განხილვის პროცესი ხვალ, 30 ოქტომბერს დაიწყება.

კომისიის თავმჯდომარის, ლარინა ლალიაშვილის თქმით, საჩივრები პროცედურული ხასიათისაა და არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.

ქუთაისში ხმის მიცემის პროცესი უმეტესად მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, თუმცა, სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ცალკეულ უბნებზე დარღვევები მაინც დააფიქსირეს. "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" საუბრობს მათი წარმომადგენლებისთვის ხელისშეშლაზე, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაზე და ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ცესკოს მიერ დამონტაჟებული კამერის მოხსნაზე, რითაც პროცესის ვიდეომონიტორინგს ხელი შეეშალა. საჯარო მოხელეების მიერ ამომრჩევლების ნებაზე ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს "გახარია საქართველოსთვის". #7 საარჩევნო უბანზე გახარიას დამკვირვებლებმა დააფიქსირეს ამომრჩევლისთვის თანხის გადაცემის ფაქტიც.

განსხვავებული სურათი იყო სხვა რეგიონებში. მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, დამკვირვებელმა ყუთში რამდენიმე ბიულეტენი ერთდროულად ჩაყარა; სხვისი პირადობით ცდილობდა ხმის მიცემას ამომრჩეველი კასპის რაიონის სოფელ ფერმაში; თითქმის ყველა უბანთან მობილიზებული იყვნენ ადამიანები სიებით, რომლებიც ხმის მისაცემად მისულ ამომრჩევლებს აღრიცხავდნენ; მასობრივი ხასიათი ჰქონდა მედიის წარმომადგენლების მიმართ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას; თბილისის რამდენიმე საარჩევნო უბანზე, მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.