ახალი ამბები
დღეს ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართება
FaceBook
დღეს 28 ოქტომბერს, 18 საათზე ქუთაისში საპროტესტო აქცია დაანონსდა.

აქცია მერიის წინ გაიმართება.

საპროტესტო აქციაზე შეიკრიბებიან მოქალაქეები, რომლებიც თვლიან, რომ არჩევნები გაყალბდა და ცესკოს მიერ წარმოდგენილ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გააპროტესტებენ.

ქუთაისში აქციას ორგანიზებას აქტივისტთა ჯგუფი "არა რუსულ რეჟიმს“ უწევს.

თბილისში აქცია 19 საათზე ჩაინიშნა.

"არჩევნები ტოტალურად გაყალბდა", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა და მან მოქალაქეებს პროტესტისკენ მოუწოდა.

პროტესტს უერთდებიან ის პოლიტიკური სუბიექტებიც, რომლებმაც ბარიერი გადალახეს, თუმცა პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.

მნიშვნელოვან დარღევევებზე მიუთითებენ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები, რომლებიც არჩევნებს აკვირდებოდნენ.


ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნებში მმართველმა პარტიამ ხმების 53 %-ზე მეტი მიიღო.


ხუთპროცენტიანი ბარიერი გადალახა სამმა კოალიციამ და ერთმა პარტიამ.


ცესკოს ინფორმაციით, შედეგები ასეთია:


"ქართული ოცნება" - 53.931 %


"კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა" – 11,035%


"ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას" – 10.167%


"ძლიერ საქართველოს – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" – 8,81%

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ხვალ, 6 აპრილს, ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან, მაღაროელები
საპროტესტო აქციას გამართავენ.
12:33 / 05.04.2025
ხვალ, 6 აპრილს, ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან, მაღაროელები საპროტესტო აქციას გამართავენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5-7
აპრილს, საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე
წვიმა და ელჭექი.
10:15 / 05.04.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5-7 აპრილს, საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.