დღეს, 19:00 საათზე, დედაქალაქში
საპროტესტო აქცია გაიმართება.
აქციაზე ის ადამიანები შეიკრიბებიან, ვინც არ ეთანხმება 26 ოქტომბრის
საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და თვლის, რომ "ქართული ოცნების"
გამარჯვებით, საქართველოში რუსულმა რეჟიმმა გაიმარჯვა.
მოქალაქეებს პროტესტისკენ
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ცესკოს მიერ
არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ მოუწოდა.
"ერთად დავდგეთ და გამოვუცხადოთ
მსოფლიოს - ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, არ ვეგუებით რუსეთს და
მის შემოსვლას საქართველოში, არ ვეგუებით ახალი ფორმის დაპყრობას", -
განაცხადა პრეზიდენტმა ბრიფინგზე, რომელსაც "ქარტიის" ხელმომწერი
პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის
მონაცემებით, არჩევნებში მმართველმა პარტიამ ხმების 53 %-ზე მეტი
მიიღო.
ხუთპროცენტიანი ბარიერი გადალახა
სამმა კოალიციამ და ერთმა პარტიამ.
ცესკოს ინფორმაციით, შედეგები
ასეთია:
"ქართული ოცნება" - 53.931
%
"კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია,
მელია, გირჩი, დროა" – 11,035%
"ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას"
– 10.167%
"ძლიერ საქართველოს – ლელო,
ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" – 8,81%
"გახარია საქართველოსთვის" -
7.768%
საქართველოში საპარლამენტო
არჩევნები მასობრივი დაშინებისა და მოსყიდვის ფონზე ჩატარდა.
საარჩევნო უბნებთან მობილიზებული იყვნენ მმართველი პარტიის მიერ
დაქირავებული პირები, რომლებიც ზეწოლას ახორციელებდნენ ამომრჩევლებზე,
სიტყვიერად და ფიზიკურად ძალადობდნენ მედიის
წარმომადგენლებზე.
მასალის გამოყენების პირობები