ქუთაისში, 26 ოქტომბრის არჩევნებზე, 81 790 ბიულეტენიდან ბათილად 1171
ჩაითვალა.
ამის შესახებ ქუთაისი #59-ე საუბნო- საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ
ლარინა ლალიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ქალაქში გახსნილ 72 საარჩევნო უბანზე ხმები
შემდეგნაირად გადანაწილდა:
"ქართული ოცნება” – 38 089 ხმა, რაც საერთოდ ამომრჩევლის 47,25%-ს
შეადგენს.
“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” – 8 467 ხმა, 10,50%.
“კოალიცია ცვლილებებისთვის” – 11 461 ხმა, 14.22%.
“ძლიერი საქართველო” – 7 641 ხმა, 9,48%.
“გახარია საქართველოსთვის – 6 454 ხმა, 8,01%.
ქუთაისში არჩევანი 81 242 ადამიანმა დააფიქსირა, რაც ქალაქში
რეგისტრირებული ამომრჩევლების 53,27%-ს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები