საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, 15:00 საათისთვის
ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.
ცესკოს მონაცემებით, ამ დროისთვის ხმა უკვე მისცა 1 454 837-მა
ამომრჩეველმა, რაც ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული ამომრჩევლების
41.62 %-ია.
საქართველოში საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე
მიმდინარეობს. გარდა პროცედურული გადაცდომებისა, მძიმე დარღვევები
დაფიქსირდა მარნეულსა და ბაღდათში. მარნეულის #69-ე საარჩევნო უბანზე
ერთ-ერთმა დამკვირვებელმა საარჩევნო ყუთში რამდენიმე ბიულეტენი
ერთდროულად ჩაყარა. მომხდარის შემდეგ აღნიშნული უბანი დაიხურა.
ბაღდათის 23-ე საარჩევნო უბანზე კი, ამომრჩეველმა ვერიფიკაციის
რამდენიმე აპარატი დააზიანა, რის გამოც, ერთი საათის განმავლობაში
ხმის მიცემის პროცესი შეჩერებული იყო. თბილისის რამდენიმე უბანზე
მოხდა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება. საარჩევნო უბნებთან
მობილიზებული პირები უსწორდებიან ჟურნალისტებსაც,
26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება.
ქვეყნის მასშტაბით, რეგისტრირებულია 3 508 294 ამომრჩეველი. გახსნილია
3 111 საარჩევნო უბანი.
საარჩევნო პროცესს აკვირდება 76 საერთაშორისო და 111 ადგილობრივი
ორგანიზაციის დამკვირვებელი, ჯამში 25 000 - მდე პირი. პროცესს
აშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.
მასალის გამოყენების პირობები