ახალი ამბები
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისში დარღვევებზე საუბრობს
FaceBook
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის საარჩევნო უბნებზე, მათი დამკვირვებლებისა და კომისიის წევრების მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობს.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, უბნებზე მათ წარმომადგენლებს საარჩევნო პროცესებზე შეუზღუდავად დაკვირვების საშუალება არ ეძლევათ.

"#18 უბანზე საარჩევნო პროცესზე დაკვირვების მიმართულებით იყო პრობლემები, ჩვენს დამკვირვებელს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და გააძევეს უბნიდან. დაკვირვების უფლება შეეზღუდათ ჩვენს დამკვირვებლებს 39-ე უბანზე, 40-ე უბანზე ამომრჩეველმა გადაიღო ფოტო კაბინაში, მე-16 უბანზე კი გამორთეს ცესკოს მიერ დამონტაჟებული კამერა, ამავე უბანზე ხელს უშლიდნენ ჩვენს დამკვირვებლებს. ჩვენი დამკვირვებლების მიერ დაწერილია 20-ზე მეტი საჩივარი", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

საქართველოში საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევებით დაიწყო. გარდა პროცედურული გადაცდომებისა, მძიმე დარღვევები დაფიქსირდა მარნეულსა და ბაღდათში. მარნეულის #69-ე საარჩევნო უბანზე ერთ-ერთმა დამკვირვებელმა საარჩევნო ყუთში რამდენიმე ბიულეტენი ერთდროულად ჩაყარა. მომხდარის შემდეგ აღნიშნული უბანი დაიხურა. ბაღდათის 23-ე საარჩევნო უბანზე კი, ამომრჩეველმა ვერიფიკაციის რამდენიმე აპარატი დააზიანა, რის გამოც, ერთი საათის განმავლობაში ხმის მიცემის პროცესი შეჩერებული იყო. 

26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება.

ქვეყნის მასშტაბით, რეგისტრირებულია 3 508 294 ამომრჩეველი. გახსნილია 3 111 საარჩევნო უბანი.

საარჩევნო პროცესს აკვირდება 76 საერთაშორისო და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებელი, ჯამში 25 000 - მდე პირი. პროცესს აშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #არჩევნები 2024
მსგავსი სიახლეები
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ
საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის
აქცია გაიმართება.
11:06 / 23.11.2024
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის აქცია გაიმართება.
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.