მარნეულის #69-ე საარჩევნო უბანი,
სადაც ერთ-ერთმა დამკვირვებელმა საარჩევნო ყუთში რამდენიმე ბიულეტენი
ერთდროულად ჩაყარა, დაიხურა.
მომხდარს ბრიფინგზე გამოეხმაურა ცესკოს თავმჯდომარე. გიორგი
კალანდარიშვილმა მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიას მოუწოდა
სასწრაფო რეჟიმში მოეწვია სხდომა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიეღო.
"ეს არის შემაშფოთებელი ინფორმაცია.
საარჩევნო ადმინისტრაცია არ დაუშვებს ასეთმა მართულმა თუ
მანიპულაციურმა შემთხვევებმა დააზიანოს ის ძალისხმევა, რაც ჩვენ
ჩავდეთ კენჭისყრის დღესთან მიმართებაში", - განაცხადა გიორგიო
კალანდარიშვილმა.
26 ოქტომბერს საქართველოში
საპარლამენტო არჩევნები ტარდება.
ქვეყნის მასშტაბით, რეგისტრირებულია
3 508 294 ამომრჩეველი. გახსნილია 3 111 საარჩევნო
უბანი.
საარჩევნო პროცესს აკვირდება 76
საერთაშორისო და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებელი, ჯამში
25 000 - მდე პირი. პროცესს აშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2800-ზე
მეტი წარმომადგენელი.
მასალის გამოყენების პირობები