ბაღდათის 23-ე საარჩევნო უბანზე,
ამომრჩეველმა ვერიფიკაციის რამდენიმე აპარატი დააზიანა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, აპარატები ისე იყო
დაზიანებული, რომ მათი საშუალებით ხმის მიცემის პროცედურის ჩატარება
შეუძლებელი გახდა.
"ბაღდათის 23-ე საარჩევნო უბანზე,
ამომრჩეველმა, რომელიც იმყოფებოდა ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაში,
დააზიანა ვერიფიკაციის რამდენიმე აპარატი, იმგვარად, რომ შეუძლებელი
იყო ამ აპარატების მეშვეობით პროცესის გაგრძელება. კომისიამ
უზრუნველყო ის, რომ სხვა აპარატების გამოყენებით, შეუფერხებლად
გაგრძელდა კენჭისყრა", - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი
კალანდარიშვილმა.
საარჩევნო პროცესში სხვა დარღვევებზე საუბრობს "საიაც".
26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება.
ქვეყნის მასშტაბით, რეგისტრირებულია 3 508 294 ამომრჩეველი. გახსნილია
3 111 საარჩევნო უბანი.
საარჩევნო პროცესს აკვირდება 76 საერთაშორისო და 111 ადგილობრივი
ორგანიზაციის დამკვირვებელი, ჯამში 25 000 - მდე პირი. პროცესს
აშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2800-ზე მეტი
წარმომადგენელი.
მასალის გამოყენების პირობები