ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილი ხალხს ისევ ომით აშინებს
FaceBook
"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ქართველ ხალხს ისევ ომით აშინებს.

ბიძინა ივანიშვილმა, მთაწმინდის ოლქში ხმის მიცემის შემდეგ თქვა, რომ თუ ქართველი ხალხი არ აირჩევს მმართველ პარტიას, მაშინ ქვეყანა ნანგრევებად იქცევა.

"დღევანდელი არჩევნები იმითაა გამორჩეული, რომ უცხო ქვეყანას გამოკვეთილი ინტერესები აქვს, რომელიც მყისიერად შეუძლია დაავალოს აგენტურას. მოგეხსენებათ, სამეზობლოში ომია. იმ ქვეყანას, რომელიც მართავს აგენტურას და რომელიც დღეს სამწუხაროდ პოლიტიკაშია, სასწრაფო დავალება აქვს, რომ როგორმე საქართველო ჩაერთოს საომარ მოქმედებებში. გარწმუნებთ, რომ ამას არ დაჭირდება დიდი დრო, ეს მოხდება მყისიერად და ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ქვეყნის განვითარებაზე ვიზრუნოთ, მივიღებთ კატასტროფას და ქვეყნის ნანგრევებს", - თქვა ივანიშვილმა.

მისი აზრით, ქვეყნის პოლიტიკა უნდა გასუფთავდეს კრიმინალისგან და შეიქმნას ახალი საზოგადოება. 

26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება.

ქვეყნის მასშტაბით, რეგისტრირებულია 3 508 294 ამომრჩეველი. გახსნილია 3 111 საარჩევნო უბანი.

საარჩევნო პროცესს აკვირდება 76 საერთაშორისო და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებელი, ჯამში 25 000 - მდე პირი. პროცესს აშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #არჩევნები 2024
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.