საქართველოს პრემიერ-მინისტრმა
ირაკლი კობახიძემ, საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.
ხმის მიცემის შემდეგ, პრემიერმა მედიასთან თქვა, რომ მმართველი პარტია
60%-იან მხარდაჭერას ელოდება. კობახიძემ რამდენჯერმე გაიმეორა
მოწოდება, იმის შესახებ, რომ ოპოზიციამ უნდა აღიაროს ცესკოს მიერ
გამოქვეყნებული შედეგები.
"გვაქვს ძალიან ოპტიმისტური
პროგნოზი, ველოდებით 60%-მდე ხმებს, ეს არის პრინციპულად
მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს სტაბილური
განვითარება. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, აღიაროს ცესკოს მიერ
წარმოდგენილი არჩევნების შედეგები", - განაცხადა
კობახიძემ.
მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ
"ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო უმრავლესობა უნდა მიიღოს.
26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება.
ქვეყნის მასშტაბით, რეგისტრირებულია 3 508 294 ამომრჩეველი. გახსნილია
3 111 საარჩევნო უბანი.
საარჩევნო პროცესს აკვირდება 76 საერთაშორისო და 111 ადგილობრივი
ორგანიზაციის დამკვირვებელი, ჯამში 25 000 - მდე პირი. პროცესს
აშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2800-ზე მეტი
წარმომადგენელი.
მასალის გამოყენების პირობები