საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა
საქართველოს პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი პირველი მივიდა. მისი
თქმით, მან ხმა მისცა ახალ საქართველოს, იმ საქართველოს, რისთვისაც
იგი 22 წლის წინ, ემიგრაციიდან ჩამოვიდა.
"მთელ საქართველოს მინდა მოვულოცო
დღევანდელი დღე, რომელიც არის ბედნიერი. მე ხმა მივეცი ახალ
საქართველოს, იმ საქართველოს რომლისთვისაც ჩამოვედი ამ ქვეყანაში 22
წლის წინ; იმ საქართველოს, რომელზეც ლოცულობდნენ ჩემი წინაპრები.
საღამოს ვიქნებით ყველა გამარჯვებული, დამარცხებული არავინ იქნება
იმიტომ, რომ გაიმარჯვებს საქართველო, - განაცხადა
პრეზიდენტმა.
26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება.
ქვეყნის მასშტაბით, რეგისტრირებულია 3 508 294 ამომრჩეველი. გახსნილია
3 111 საარჩევნო უბანი.
საარჩევნო პროცესს აკვირდება 76 საერთაშორისო და 111 ადგილობრივი
ორგანიზაციის დამკვირვებელი, ჯამში 25 000 - მდე პირი. პროცესს
აშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2800-ზე მეტი
წარმომადგენელი.
მასალის გამოყენების პირობები