ახალი ამბები
"ყველა ვართ ისტორიული პროცესის მონაწილეები"- ხატია დეკანოიძე
FaceBook
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ საკუთარი არჩევანი ქუთაისში, #64 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
მან ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებზე მისვლისკენ მოუწოდა.

"დღეს არის უმნიშვნელოვანესი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში, ძალიან იშვიათად გვაქვს ჩვენ ისეთი დღეები, როდესაც წყდება საქართველოს მომავალი და დღეს არის სწორედ ის დღე, რამაც უნდა განსაზღვროს მომავალი ათწლეულები. ამიტომ, ყველა ვართ ისტორიული პროცესის მონაწილეები. ყველას მინდა ვთხოვო, რომ საქართველოს მომავლისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის, მივიდნენ უბნებზე და დააფიქსირონ საკუთარი ხმა. ჩვენი ხმა შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ქუთაისში საარჩევნო უბნები დილის რვა საათზე გაიხსნა. ძლიერი წვიმის მიუხედავად, უბნებთან ამომრჩევლების რიგებია.

ქუთაისში 72 საარჩევნო უბანი და 152 506 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ამომრჩევლებს, ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.

საარჩევნო პროცესს დააკვირდება 76 საერთაშორისო და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებელი, ჯამში 25 000 - მდე პირი. პროცესს გააშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.

26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.