ქუთაისში 72-ვე საარჩევნო უბანზე
ხმის მიცემა დაიწყო.
უბნები ამომრჩევლებისთვის დილის რვა საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა
მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
ქუთაისში სულ 152 506 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის,
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს, ამომრჩევლებს,
საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი მოემსახურება.
საარჩევნო პროცესს დააკვირდება 76
საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი დამკვირვებელი, 111
ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი, ასევე
პროცესს გააშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2800-ზე მეტი
წარმომადგენელი.
მასალის გამოყენების პირობები