საქართველოს საპარლამენტი არჩევნების დღეს, ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“
ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში იმუშავებს.
ამის შესახებ ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ დირექტორთა საბჭოს
თავმჯდომარემ, გრიგოლ მამისეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველა მუნიციპალიტეტში, საგანგებოდ დანიშნული მორიგე
ჯგუფები 24 საათის განმავლობაში იმუშავებენ. ასევე მობილიზებული
იქნება ტექნიკაც.
გრიგოლ მამისეიშვილის განცხადებით, კომპანიის მორიგე,
პასუხისმგებელი პირების სია ცენტრალურ საარჩევნო კომპანიას უკვე
გადაეგზავნა, ამასთან, ცესკოს წარმომადგენელს პირდაპირი კონტაქტი
ექნება კომპანიის მთავარ დისპეტჩერთანაც.
,,კომპანია მაქსიმალურად უზრუნველყოფს საარჩევნო უბნების
ელექტროენერგიით მომარაგებას, თუმცა, უამინდობის, ან სხვა
გაუთვალისწინებელი ავარიის შემთხვავაში, ელექტროენერგიის მიწოდება თუ
შეუწყდება საარჩევნო უბანს, ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატები,
დენის წყაროს გარეშე შეუფერხებელ მუშაობას რამდენიმე საათის
განმავლობაში შეძლებენ, შესაბამისად საარჩევნო პროცესი არ შეფერხდება.
მიუხედავად ამისა, კომპანია მზადაა სწრაფი და დროული
რეაგისრებისათვის“, - განაცხადა გრიგოლ მამისეიშვილმა.
მისი თქმით, კომპანია თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყველანაირად
შეეცდება, რომ საარჩევნო პროცესმა ენერგომომარაგების მხრივ
უმტკივნეულოდ ჩაიაროს, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ შენობებში, სადაც
საარჩევნო უბნები იქნება განთავსებული, ელექტროენერგიის შიდა ქსელი
იყოს მოწესრიგებული, გამხოლოებული და ადგილებზე იმყოფებოდნენ
ელექტროგაყვანილობაზე პასუხისმგებელი პირებიც.
26 ოქტომბერს, საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები