ახალი ამბები
შუქრუთელებმა თბილისში პროტესტი შეწყვიტეს
FaceBook
სოფელ შუქრუთის მოსახლეობა, რომელიც თვენახევარია პარლამენტის შენობის წინ უწყვეტ აქციას მართავს, დედაქალაქს ტოვებს.

შუქრუთელები ხელისუფლების უყურადღებობის გამო იმედგაცრუებულები არიან და თბილისში პროტესტს წყვეტენ.

მათი თქმით, იცვლება მხოლოდ პროტესტის ადგილი და ისინი ბრძოლას ჭიათურაში, უშუალოდ მაღაროსთან, მისი პიკეტირებით  გააგრძელებენ.

ჯერჯერობით, გაურკვეველია გაგრძელდება თუ არა მედიაცია, რომელიც ხელისუფლების შუამავლობით, აქციის მონაწილეებსა და კომპანია "ჯორჯიან მანგანეზს" შორის ორი კვირის წინ დაიწყო და რომელიც, ასევე წარუმატებელი აღმოჩნდა. შუქრუთელებმა მედიაციის ფარგლებში გამართულ ვერცერთ შეხვედრაზე, კომპანიასთან კონკრეტულ საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები თითქმის რვა თვეა საპროტესტო აქციებს მართავენ. 11 სექტემბერს მათ თბილისში, საკანონმდებლო ორგანოსთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეებს უმძიმე პირობებში უწევდათ ღამის გათენება. პოლიცია მათ კარვების გაშლის უფლებას არ აძლევდა. შუქრუთელებს პირიც ჰქონდათ ამოკერილი და 43 დღის განმავლობაში შიმშილობდნენ. აქციის მონაწილეებმა პროტესტის უკიდურეს ფორმაზე უარი მხოლოდ მას შემდეგ თქვეს, რაც მათთან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი მივიდა და "ჯორჯიან მანგანეზთან" მედიაცია შესთავაზა.

შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურა-საჩხერის მუნიციპალიტეტში მანგანუმის მადნის სამთო მოპოვების ლიცენზიის მესაკუთრეა. კომპანია ჭიათურის მთლიან ტერიტორიაზე (16 430 ჰექტარზე) ოპერირებს. მადნის მოპოვებას დამანგრეველი შედეგები აქვს სოფელ შუქრუთისა და ითხვისისთვის. სოფლებში, საცხოვრებელი სახლების ნაწილი დაბზარულია, ნაწილი კი მიწამ ჩაიტანა. ადგილობრივები კომპანიისგან სამართლიან კომპენსაციას ითხოვენ, რათა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართები შეიძინონ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრება შეძლონ. "ჯორჯიან მანგანეზი" აცხადებს, რომ მან დაზარალებულებზე უკვე გასცა თანხა, თუმცა, შუქრუთელები ამბობენ, რომ მათ უმრავლესობას კომპენსაცია არ მიუღია.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების
გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით,
ქუთაისელები დღეს, 16:00 საათიდან ისვე შეიკრიბებიან.
13:33 / 03.12.2024
ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ქუთაისელები დღეს, 16:00 საათიდან ისვე შეიკრიბებიან.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მიმდინარე
კვირა უმეტესად უნალექოდ ჩაივლის.
10:39 / 02.12.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მიმდინარე კვირა უმეტესად უნალექოდ ჩაივლის.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.