26 ოქტომბერს, ქვეყნის მასშტაბით,
293 პირი ხმას პირადობის არაელექტრონული, ე.წ. ლამინირებული მოწმობით
მისცემს.
ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც პირადობის ელექტრონული, .ე.წ. აიდი
ბარათის აღებაზე უარი თქვეს. მთავარი მოთხოვნაა, რომ დოკუმენტი არ
იყოს გაცემული 2011 წლის 28 ივლისის შემდეგ.
საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა შესაძლებელია ელექტრონული პირადობის
მოწმობით, პასპორტით და პირადობის არაელექტრონული ("ლამინირებული")
მოწმობით.
რეგისტრატორი ამომრჩევლის მიერ წარდგენილ საქართველოს მოქალაქის
პირადობის ელექტრონულ მოწმობას ატარებს ვერიფიკაციის აპარატში.
პასპორტის ან არაელექტრონული მოწმობის წარდგენის შემთხვევაში
რეგისტრატორი ვალდებულია გადაამოწმოს ამომრჩევლის მონაცემები
აპარატში. ვერიფიკაციის აპარატი პირადობის მოწმობაში არსებულ
სარეგისტრაციო მონაცემებს ადარებს აპარატში ჩატვირთულ ამომრჩეველთა
სიაში არსებულ ინფორმაციას და შესაბამისობის შემთხვევაში, ეკრანზე
გამოაქვს ამომრჩევლის მონაცემები.
2024 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები
ტარდება.
მასალის გამოყენების პირობები