რიკოთის მაგისტრალზე, დამატებით 12
კილომეტრიანი გზა გაიხსნა.
ახალი მონაკვეთის გავლას 35 წუთი დასჭირდება. ახალი გზა 8 კმ-ით
ამცირებს გადაადგილების მანძილს და ანახევრებს მგზავრობის დროს.
მაგისტრალის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სულ შენდება 52 კმ-იანი
4 ზოლიანი გზა, 51 გვირაბითა და 97 ხიდით.
ამ დროისათვის, სარგებლობა
შესაძლებელია გზის 48 კმ-ით, 49 გვირაბითა და 88 ხიდით.
რიკოთის მაგისტრალური გზის
მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის, ევროპის საინვესტიციო ბანკის
და მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის
თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6
მილიარდ ლარამდეა.
მასალის გამოყენების პირობები