20 სახალხო მარშის შემდეგ, სადაც
მოქალაქეებმა საქართველოს ევროპული არჩევანი კიდევ ერთხელ მკაფიოდ
დააფიქსირეს, საკუთარ მხარდამჭერებს შეკრებს მმართველი
პარტია.
წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნითი შეხვედრა დედაქალაქში გაიმართება.
"ქართული ოცნება" თავის მომხრეებს შეხვედრაზე მისვლისკენ მოუწოდებს,
რათა მათი თქმით "აჩვენოთ შინ თუ გარეთ, სად დგას ქართველი ხალხი".
შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.
მმართველი პარტიის საგარეო
პოლიტიკას, რომელიც დასავლელი პარტნიორების მიმართ კრიტიკაზე დგას, არ
ეთანხმება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა. ქართველმა ხალხმა
არაერთხელ აჩვენა, რომ საქართველოს ევროპული მომავალი
უალტერნატივოა.
საქართველოში, 2024 წლის 26
ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მასალის გამოყენების პირობები