ახალი ამბები
კიდევ ერთი ტენდერი, ქუთაისში, საგამოფენო სივრცის მოსაწყობად - რას მოიცავს სახელმწიფო შესყიდვა
FaceBook
ქუთაისის მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცის პროექტისთვის, რომლის მშენებლობაც თითქმის დასრულებულია, კიდევ ერთი, ახალი, ტენდერი ცხადდება.

სახელმწიფო შესყიდვა [NAT240020363], ძირითადად, ელექტრომომარაგების, წყლისა და კანალიზაციის სისტემების საინჟინრო სამუშაოებს მოიცავს, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 1 მილიონ 508 045 ლარია. 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტი ასევე ითვალისწინებს სახანძრო სიგნალიზაციის სისტემის, ვიდეო სამეთვალყურეო სისტემისა და ინტერნეტ ქსელის მოწყობას. 

წინადადების მიღება 1 ნოემბერს იწყება და 6-ში სრულდება, აღნიშნული სამუშაოები კი ხელშეკრულების დადებიდან 4 თვეში უნდა დასრულდეს. 

ქუთაისში, დავით აღმაშენებლის მოედანზე, მუზეუმის ნაცვლად, მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცის კონსტრუქციული და არქიტექტურული ნაწილის მშენებლობა დასრულების ფაზაშია და ამ ეტაპზე, სახურავისა და ვიტრაჟების მონტაჟი მიმდინარეობს.

ობიექტის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, რომლის ღირებულებაც 5 მილიონ 064 103 ლარია, სამუშაოები წლის ბოლოს (2024 წლის 31 ჩათვლით) უნდა დასრულდეს. 







ასე გამოიყურება ახლა ქუთაისის ახალი საგამოფენო სივრცე

მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცის მოსაწყობად ტენდერი გასულ წელს გამოცხადდა. მაშინდელი სახელშეკრულებლო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოები 2023 წლის 15 თებერვლის ჩათვლით უნდა დასრულებულიყო. ამ დრომდე გაჭიანურების მიზეზი პროექტში შესული ცვლილებებია, რაც ობიექტის მდგრადობის თავიდანვე არ შესწავლით, შემდეგ კი საგამოფენო სივრცისთვის გამოსაყენებელი მუზეუმის შენობის სამივე ფასადის დაშლით არის გამოწვეული.

იმის გამო, რომ შენობის მდგრადობაზე ექსპერტიზის ჩატარება, მერიაში, გვიან, სარეაბილიტაციო სამუშაოების შუა პროცესში, პროტესტის შემდეგ მოაფიქრდათ, შპს „ნს-სტუდიას“ როგორც კონსტრუქციულ, ასევე არქიტექტურულ ნაწილში, პროექტის შეცვლა მოუწია.

დაშალეს მუზეუმის ყოფილი შენობის სამივე კედელი, რომელთა გამოყენებითაც (თავდაპირველი პროექტით) უნდა აშენებულიყო მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცე. ამიტომ, სამშენებლო კომპანია „ართვინ ჯორჯიას“ ახალი კედლების აშენება მოუწია, რომელშიც მუზეუმის შენობის დაშლილი ფასადების შემონახული დეტალები და ორნამენტები გამოიყენა.

როგორი უნდა ყოფილიყო ქალაქის ცენტრში მულტიფუნქციური სივრცე ნახეთ აქ.

ქუთაისში, მუზეუმის ყოფილ შენობაში საგამოფენო სივრცის მოწყობითი სამუშაოები გასული წლის ზაფხულში დაიწყო. ახალი სივრცის პროექტი შპს "ნს სტუდიომ" მოამზადა, რომლის მიხედვითაც შენობას ძველი იერსახე შეუნარჩუნდება და ახალ არქიტექტურასთან სინთეზი მოხდება. მოეწყობა ტერასა მთავარი მოედნის ხედით და ამფითეატრის ტიპის სცენა 100 მაყურებლისთვის, გამომდინარე სივრცითი, კომპოზიციური და ფუნქციური მახასიათებლებიდან. შენობა გათვალისწინებული იქნება, როგორც მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი, საგამოფენო დარბაზებითა და სახელოვნებო მიმართულებების სივრცეებით.

ეთნოგრაფიული მუზეუმის ყოფილი შენობა 1860 წელს აშენდა. 2013 წლამდე აქ მუზეუმი ფუნქციონირებდა. 2012 წლის 9 იანვარს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მაშინდელი მინისტრის ბრძანებით, ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მოეხსნა. 2017 წელს, ფუნქციის გარეშე დარჩენილ შენობაში ბიზნესმენი თემურ ჭყონია სასტუმროს მშენებლობას გეგმავდა, თუმცა, საბოლოოდ, შეთანხმება არ შედგა.

წლების განმავლობაში მერიამ შენობას ფუნქცია ვერ მოუძებნა. ისტორიულ ნაგებობას ერთადერთი დატვირთვა ჰქონდა - ადგილობრივი ხელისუფლება მის ფასადს ქალაქში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ამსახველი ბანერების გამოსაფენად იყენებდა.

ამავე თემაზე:


კედლები ამოყვანილია - საგამოფენო სივრცე, რომლის მოწყობა დასრულებული უნდა იყოს

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების
გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით,
ქუთაისელები დღეს, 16:00 საათიდან ისვე შეიკრიბებიან.
13:33 / 03.12.2024
ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ქუთაისელები დღეს, 16:00 საათიდან ისვე შეიკრიბებიან.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მიმდინარე
კვირა უმეტესად უნალექოდ ჩაივლის.
10:39 / 02.12.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მიმდინარე კვირა უმეტესად უნალექოდ ჩაივლის.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.