ენერგოეფექტური სკვერი ქუთაისში შეიძლება
2 მაისისთვის მოეწყოს.
ქუთაისში, ენერგოეფექტური სკევრის მოწყობა იგეგმება.
ენერგოეფექტური
სკევრი წითელი ხიდის ტერიტორიაზე, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის
ყოფილი შენობის მიმდებარედ მორწყობა.
"როგორც ნიუ-იორკში არის გვირილები, მსგავსი ესკიზით გაკეთდება.
სკვერში განთავსდება სამი-ოთხი ცალი გვირილა, რომელსაც ექნება
დამტენები. ეს ყველაფერი რომ ჩაჯდეს სკვერის იერსახეში,
განსაკუთრებული არქიტექტურული დიზაინის დამუშავება დასჭირდება,
რომელიც ახლა დამუშავების პროცესშია", - ამბობს ქუთაისის მერის
მოადგილე ეკონომიკის საკითხებში, კოტე ქავთარაძე. მისი თქმით,
ენერგოეფექტური
სკვერი ქუთაისში შეიძლება 2 მაისისთვის მოეწყოს.
მისივე განმარტებით, ქუთაისის მერია სკვერის მოსაწყობად მხოლოდ 10 000
ლარს, სკვერის მოწყობისთვის საჭირო დანარჩენილ თანხას კი USAID
დააფინანსებს.
მასალის გამოყენების პირობები