ახალი ამბები
შუქრუთელებისა და "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენელთა მორიგი შეხვედრა 22 ოქტომბერს გაიმართება
FaceBook
შუქრუთელებსა და კომპანია "ჯორჯიან მანგანეზს" შორის მედიაცია გრძელდება.

სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები, რომლებიც 200 დღეზე მეტია საქართველოს პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციას მართავენ, მორიგი შეხვედრის მოლოდინში არიან. სახელმწიფოს ჩართულობით, მედიაციის ფარგლებში, მოლაპარაკებები 22 ოქტომბერს განახლდება. აქციის მონაწილეები, რომლებიც წინა ორი შეხვედრისგან იმედგაცრუებულები დარჩნენ, იმედოვნებენ, რომ ამჯერად მაინც მოახერხებენ კომპანიასთან კონკრეტული შეთანხმების მიღწევას.

"მოლოდინი გვაქვს, რომ იქნება საუბარი კონკრეტულ საკითხებზე და გვექნება ხელშესახები ცვლილება. ერთხელ და საბოლოოდ უნდა გადაწყდეს ეს საკითხი და მოექცეს სამართლებრივ ჩარჩოებში, რომ ერთი წლის შემდეგ იგივე პრობლემის წინაშე არ აღმოვჩნდეთ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, დეტალურად ვისაუბრებთ ყველაფერზე", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, გიორგი ნეფარიძე.

შუქრუთელები უკვე მეორე კვირაა "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლებს ხვდებიან, თუმცა, პირისპირ მოლაპარაკებებს, ჯერჯერობით, შედეგი არ აქვს. შეხვედრებიდან გამოსული აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ პროცესის ხელოვნურად გაჭიანურების განცდა დარჩათ.

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები შვიდი თვეა საპროტესტო აქციებს მართავენ. 11 სექტემბერს მათ თბილისში, საკანონმდებლო ორგანოსთან გადაინაცვლეს, სადაც უწყვეტ პროტესტს მართავენ. აქციის მონაწილეებს უმძიმე პირობებში უწევთ ღამის გათენება. პოლიცია მათ კარვების გაშლის უფლებას არ აძლევს. შუქრუთელებს პირიც ჰქონდათ ამოკერილი და 43 დღის განმავლობაში შიმშილობდნენ. აქციის მონაწილეებმა პროტესტის უკიდურეს ფორმაზე უარი მხოლოდ მას შემდეგ თქვეს, რაც მათთან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი მივიდა და "ჯორჯიან მანგანეზთან" მედიაცია შესთავაზა.

შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურა-საჩხერის მუნიციპალიტეტში მანგანუმის მადნის სამთო მოპოვების ლიცენზიის მესაკუთრეა. კომპანია ჭიათურის მთლიან ტერიტორიაზე (16 430 ჰექტარზე) ოპერირებს. მადნის მოპოვებას დამანგრეველი შედეგები აქვს სოფელ შუქრუთისა და ითხვისისთვის. სოფლებში, საცხოვრებელი სახლების ნაწილი დაბზარულია, ნაწილი კი მიწამ ჩაიტანა. ადგილობრივები კომპანიისგან სამართლიან კომპენსაციას ითხოვენ, რათა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართები შეიძინონ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრება შეძლონ. "ჯორჯიან მანგანეზი" აცხადებს, რომ მან დაზარალებულებზე უკვე გასცა თანხა, თუმცა, შუქრუთელები ამბობენ, რომ მათ უმრავლესობას კომპენსაცია არ მიუღია.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების
გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით,
ქუთაისელები დღეს, 16:00 საათიდან ისვე შეიკრიბებიან.
13:33 / 03.12.2024
ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ქუთაისელები დღეს, 16:00 საათიდან ისვე შეიკრიბებიან.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მიმდინარე
კვირა უმეტესად უნალექოდ ჩაივლის.
10:39 / 02.12.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მიმდინარე კვირა უმეტესად უნალექოდ ჩაივლის.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.