"ვცხოვრობთ დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის და ადამიანის
ღირსებაზე დამყარებულ სახელმწიფოში", - განაცხადა ბიძინა
ივანიშვილმა
ქუთაისში გამართულ "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო შეხვედრაზე,
რომელიც სპორტის სასახლეში გაიმართა.
თავის ვრცელ გამოსვლაში ივანიშვილმა ჯერ ქუთაისის ისტორია მიმოიხილა,
შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდი და აღნიშნა, რომ
იმ დროს ხალხს "თავისუფლად სუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ, ტერორი
იყო გამეფებული... ხალხს ღირსება წაართვეს, ციხე წამების ინსტრუმენტად
აქციეს. ვისაც განსხვავებული აზრი ჰქონდა ისჯებოდა".
ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ ისიც აღნიშნა რომ „
ნაცნიონალურმა მოძრაობამ“ „ქვეყანას უღალატა და 2008 წელს ქვეყანა
ომში ჩაითრია“.
ივანიშვილის რწმენით 2012 წლიდან "ქართული ოცნება" ქართველი ხალხის
უალტერნატივო არჩევანია.
"ვცხოვრობთ დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის და ადამიანის
ღირსებაზე დამყარებულ სახელმწიფოში. სადაც დაცულია ადამიანის
ფუნდამენტური უფლებების, აზრისა და სიტყვის თავისუფლება. გვაქვს
დამოუკიდებელი სასამართლო დამოუკიდებელი მედია და ხელშეუხებელი
ბიზნესი. სადაც ხალხი თავისუფლად სუნთქავს.“
ივანიშვილის თქმით, "ქართული ოცნების მმართველობამ პრინციპულად
გააუმჯობესა ყველა სფერო ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა განათლება.
იგი უპირობო მიღწევებს ახსენებს და აღნიშნავს, რომ მათმა ოპონენტებმაც
"ვერ გაბედავს ჩვენი გუნდის მიერ განხორციელებული მიღწევების უარყოფას
რომელსაც საერთაშორისო კვლევებიც უმაგრებს ზურგს. ამ კვლევების
მიხედვით საქართველო ხან საუკეთესო ხუთეულშია, ხან სამეულში, ზოგჯერ
კი სულაც საუკეთესოა მსოფლიოში. 2030 წელს საქარტლო გახდება მაღალი
შემოსავლების ქვეყანა მსოფლიო ბანკის გრადაციის მიხედვით. ჩვენ ამაყად
თავაწეულები შევაბიჯებთ ევროკავშირის მდიდარი ქვეყნების რიგში".
ბიძინა ივანიშვილი თავის გამოსვლაში ომის თემას შეეხო. რომელში
საქართველოს ჩართვასაც, მისი თქმით კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი
მმართველი გარე ძალები აპირებენ.
„იმისთვის, რომ გრძელვადიანი მშვიდობა უზრუნველვყოთ საკონსტიტუციო
უმრავლესობით მოპოვებაა საჭირო. საზოგადოების მხრიდან მინიჭებული იმ
ხარისხის ლეგიტიმაცია ჩანასახშივე ჩაახშობს გადატრიალების და ომში
ჩართვის გეგმებს კოელქტიური ნაციონალების და მათი პატრინების
მხრიდან.
საკონსტიტუციო უმრალესობის მოპოვების შემდეგ ქვეყნის უმაღლესი
საკანონმდებლო დოკუმენტის დონეზე ავკრძალავათ და კანონის სრული
სიმკაცრით ვაგებინებთ პასუხს ნაციონალურ მოძრაობას და მის სატელიტ და
მემკვდირე პარტიებს“.
რასაც საზოგადოების მხრიდან ტაში მოჰყვა.
"ასე უნდა გიხაროდეს ხალხის დასჯა? მართლაც რა დღეში ჩაგვაგდეს",
-აღნიშნა ოლიგარქმა.
ივანიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებსაც შეეეხო, ისაუბრა აგენტურასა
და ფსევდოლიბერალებზე, რომლებიც, მისი თქმით, „ფასეულობებს და ოჯახურ
სიწმინდეებს ებრძვიან“.
მასალის გამოყენების პირობები