20 ოქტომბერს, საქართველოს
მოქალაქეები ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდასაჭერად კიდევ ერთხელ
შეიკრიბებიან.
"საქართველო ირჩევს ევროკავშირს" - მარში ამ სლოგანით დედაქალაქში,
თავისუფლების მოედანზე გაიმართება. მარშზე შეკრებილები, კიდევ ერთხელ
დააფიქსირებენ, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი უალტერნატივოა.
მოქალაქეთა შეკრება ქალაქის ოთხი
სხვადასხვა ლოკაციიდან მოხდება. მარშზე წასვლის მსურველები,
თავისუფლების მოედნისკენ, მარჯანიშვილის მოედნიდან, გმირთა მოედნიდან,
რესპუბლიკის მოედნიდან, 300 არაგველის ობელისკიდან (ორთაჭალა) და
ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთიდან (მთაწმინდა) დაიძვრებიან.
შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.
2024 წლის 26 ოქტომბერს,
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. პირველად, ქვეყნის
ისტორიაში, არჩევნები სრულად პროპორციული იქნება.
მასალის გამოყენების პირობები