საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თინათინ რუხაძე
იქნება.
თინათინ რუხაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.
ამ პოსტზე რუხაძე თეა წულუკიანს შეცვლის.
თინათინ რუხაძე ამ დრომდე ეროვნული სასახლის დირექტორის თანამდებობას
იკავებდა.
კობახიძემ ისიც განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ კულტურის და სპორტის
სამინისტროები გაიყოფა.
კულტურის მინისტრის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თეა
წულუკიანი "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო სიაში დაასახელა.
მასალის გამოყენების პირობები