18 ოქტომბრიდან, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო
ვაქცინაცია დაიწყო.
გრიპის ვირუსისგან დასაცავად, აცრის ჩატარებას დღეიდან შეძლებენ ე.წ.
რისკ-ჯგუფები. 4 ნოემბრიდან კი, ვაქცინა საქართველოს ყველა
მოქალაქისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,
მაღალი რისკის ჯგუფებს მიეკუთვნებიან შემდეგი დაავადებების მქონე
პირები: სპეციფიკური ქრონიკული დარღვევები; დიაბეტი; ჩ ჰეპატიტი,
(მხოლოდ მკურნალობაზე მყოფი პირები); აივ ინფექცია/შიდსი;
ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის მქონე პირები, დიალიზზე მყოფები;
60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმულები; ორსულები;
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები; ბავშვთა
(მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები
და მათი მომვლელი პერსონალი; სავალდებულო ვაქცინაციას
დაქვემდებარებული პერსონალი და სხვ.
ვაქცინაციის მეორე ეტაპზე, აცრის გაკეთებას შეძლებს
ნებისმიერი პირი, ექვსი თვის ასაკიდან.
საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია
ყოველწლიურად ტარდება. გრიპის სეზონისათვის შეძენილია Abbott Biologicals B.V.-ის (ნიდერლანდები) წარმოების
ოთხკომპონენტიანი სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა INFLUVAC.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე
ადამიანისთვის, გრიპი შესაძლოა სახიფათო დაავადებად იქცეს, ამიტომ
მნიშვნელოვანია ყოველწლიურად აცრა.
ვაქცინაციის ცენტრები ნახეთ
აქ:
მასალის გამოყენების პირობები