ახალი ამბები
შუქრუთელების პროტესტზე დღეს მედიაცია იწყება
FaceBook
სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები, რომლებიც 200 დღეზე მეტია მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციებს მართავენ, მედიაციის პროცესში ერთვებიან.

აქციის მონაწილეები, დღეს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესა და კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლებს შეხვდებიან. შეხვედრაზე, შუქრუთელები, კომპანიისგან, რომელიც სოფელ შუქრუთში მანგანუმს მოიპოვებს, სამუშაოების წარმოების პროცესში, ადგილობრივების საცხოვრებელ სახლებზე მიყენებული ზარალის კომპენსაციას მოითხოვენ. უწყვეტი აქციის ერთ-ერთი მონაწილე გიორგი ნეფარიძე ამბობს, რომ მედიაცია იმ შემთხვევაში იქნება წარმატებული, თუ კომპანია სამართლიანი კომპენსაციის გაცემას დასთანხმდება.

"ხუთი წელია ვითხოვთ, რომ კომპენსაცია იყოს სამართლიანი. აქ არ არის საუბარი მხოლოდ მიწის ნაკვეთზე და საცხოვრებელ სახლზე. ჩვენ ფსიქო-ემოციური, მორალური ზიანი გვადგება იმის გამო, რომ იძულებულები ვართ დავტოვოთ ჩვენი საარსებო გარემო. ამიტომ, კომპანიამ უნდა უზრუნველყოს სამართლიანი კომპენსაციების გაცემა. თუ მედიაციის პროცესში დავინახავთ, რომ ეს ასე არ ხდება, აღარ იქნება კვლავ 40 დღიანი შიმშილობა, ამოვიკერავთ პირს და დავიწყებთ მშრალ შიმშილობას. შემდეგ ყველა ნახავს რაც მოხდება. ჩვენ, ჩვენი საარსებო გარემო გვიღირს სიცოცხლის ფასადაც", - ამბობს გიორგი ნეფარიძე.

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები შვიდი თვეა საპროტესტო აქციებს მართავენ. 11 სექტემბერს მათ თბილისში, საკანონმდებლო ორგანოსთან გადაინაცვლეს, სადაც უწყვეტ პროტესტს მართავენ. აქციის მონაწილეებს უმძიმე პირობებში უწევთ ღამის გათენება. პოლიცია მათ კარვების გაშლის უფლებას არ აძლევს.  შუქრუთელებს პირიც ჰქონდათ ამოკერილი და 43 დღის განმავლობაში შიმშილობდნენ. აქციის მონაწილეებმა პროტესტის უკიდურეს ფორმაზე უარი მხოლოდ მას შემდეგ თქვეს, რაც მათთან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი მივიდა და "ჯორჯიან მანგანეზთან" მედიაცია შესთავაზა.

სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები, კომპენსაციის მიღების მოთხოვნით, ქუჩაში 3 წლის წინაც გამოვიდნენ. მაშინაც მათ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და პირი ამოიკერეს. 220 დღიანი აქციების შემდეგ შეთანხმება შედგა და კომპანიამ მოთხოვნილი კომპენსაციების გაცემის პირობა დადო, თუმცა, სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ უმრავლესობას ზიანის ფინანსური ანაზღაურება ამ დრომდე არ მიუღიათ.

შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურა-საჩხერის მუნიციპალიტეტში მანგანუმის მადნის სამთო მოპოვების ლიცენზიის მესაკუთრეა. ის მოპოვებით სამუშაოებს ჭიათურის მთლიან ტერიტორიაზე (16 430 ჰექტარზე) ახორციელებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.