ახალი ამბები
"ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტთა რაოდენობამ 20 000 - ს უნდა გადააჭარბოს" - კობახიძე
FaceBook
პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაპირებით, 60 000 - იან კონტინგენტზე იყო გათვლილი, სტუდენტთა რაოდენობა 20 000-ს გადააჭარბებს.

ეს "ქართული ოცნების" დამფუძნებლის დაპირების მესამედია, ხოლო რეალობა კობახიძის ოპტიმიზმს 14-ჯერ ჩამორჩება.

"მნიშვნელოვნად გაფართოვდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, სადაც სტუდენტთა რაოდენობამ უნდა მიაღწიოს 20 000 - ს და უნდა გადააჭარბოს ამ მაჩვენებელს " , - განაცხადა პრემიერმა ქუთაისში ვიზიტის დროს.

რეალურად, "ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში" წელს, მხოლოდ 300-მდე სტუდენტი ჩაირიცხა. უნივერსიტეტის ინფორმაციით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჯამში 1400-მდე სტუდენტი სწავლობს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უკვე მეოთხე წელია სტუდენტებს იღებს, თუმცა, რვა წლის წინ, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაპირებულ რიცხვს არც კი მიახლოებია.

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ქუთაისში მყოფმა პრემიერმა ქუთაისზე ზრუნვა განსაკუთრებულ პრიორიტეტადაც დაასახელა და თქვა, რომ ამის დასტური, მომავალი წლიდან, ქალაქის ბიუჯეტის 40 მილიონი ლარით გაზრდაა.

ქუთაისში, უმაღლესი დონის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნა "ქართული ოცნების" 2016 წლის საარჩევნო დაპირებაა.  საგანმანათლებლო დაწესებულების პროექტის პრეზენტაცია არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გაიმართა, რომელსაც ყოფილი პრემიერის რანგში ესწრებოდა ბიძინა ივანიშვილი. პრეზენტაციაზე მაშინ ითქვა, რომ უნივერსიტეტში 60 000 სტუდენტი ისწავლიდა.


ამავე თემაზე:


ქუთაისის საკრებულო დღეს საუნივერსიტეტო ქალაქის განაშენიანების გეგმაზე იმსჯელებს

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი პროექტის პრეზენტაციიდან ორი თვის შემდეგ (ფოტო)

ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქში უცხოელი პროფესორები იმუშავებენ

"არც ერთი ხე არ მოიჭრება" - ქუთაისის მერი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობაზე

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.