გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას, ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირის განმავლობაში, უმეტესად ნალექიანი ამინდია
მოსალოდნელი.
მისივე თქმით, დღეს, 14 ოქტომბერს, დღის მეორე ნახვერიდან იწვიმებს,
ხვალ და ზეგ, 15-16 ოქტომბერს კი შედარებით გამოიდარებს.
"16 ოქტომბერს ღამის საათებში გაწვიმდება. 17 ოქტომბრიდან 20
ოქტომბრის ჩათვლით დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის მაქსიმალური
ტემპერატურა 18-20 გრადუსი დაფიქსირდება",- განმარტავს დოდო გვაზავა.
მასალის გამოყენების პირობები