ახალი ამბები
ქუთაისში უცნობმა პირებმა Maxim-ის ოფისის ფასადი და შესასვლელი დააზიანეს
FaceBook
ქუთაისში, ტაქსის გამოძახების სამსახურის Maxim-ს თანამშრომლებს დღეს დილით ოფისის ფასადი და შესასვლელი დაზიანებული დახვდათ.


ფასადზე და შესასვლელზე უცნობდა პირებმა საღებავით გაკეთებული წარწერა დატოვეს "რუსეთი ოკუპანტია".

აღნიშნული შემთხვევა ტაქს Maxim-სა და კომპანიის მძღოლს შორის გაწვეტილ თანამშრომლობას მოჰყვას, რომელმაც ავტომანქანაზე წარწერა გააკეთა - "რუსეთი ოკუპანტია - ხალხნო გამოფხიზლდით". წარწერა ჯემალ ცინარიძეს თავის კუთვნილ ავტომანქანაზე ჰქონდა, რომლითაც Maxim- ში მუშაობდა.

ჯემალ ცინარიძისა და ტაქსის გამოძახების სამსახურ Maxim-ს შორის თანამშრომლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, კომპანიაში აცხადებენ, რომ კონფლიქტი არ არის პოლიტიკური ხასიათის. "უბრალოდ მძღოლმა დაარღვია კომპანიის მოთხოვნები ტაქსის ავტომობილის გარეგნული სახის შესახებ და უარი თქვა დარღვევის აღმოფხვრაზე," - აცხადებენ კომპანიაში.

"ტაქსის გამოძახების სამსახური "მაქსიმი" არ თამაშობს პოლიტიკურ თამაშს!
ჩვენ მხოლოდ ბიზნესით ვართ დაკავებული ისევე, როგორც ასეულობით სხვა კომპანიები საქართველოში. Maxim-ის მისია იმაში მდგომარეობს, რომ მუდმივად გავაუმჯობესოთ ურთიერთობა მგზავრებსა და მძღოლებს შორის, დავეხმაროთ ადამიანებს თავიანთი მიზნებისკენ სვლაში. სხვა არაფერი.
კომპანია დარეგისტრირებულია და იხდის გადასახადებს საქართველოში. ჩვენ მძღოლებს ვაძლევთ საშუალებას მიიღონ შემოსავალი, ხალხს ვაწვდით ტაქსის გამოძახების თანამედროვე სერვისს. მასში დასაქმებული არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც გაიარეს სწავლება ყველაზე მაღალი სტანდარტების მიხედვით. ყოველივე ეს ადასტურებს იმას, რომ გვსურს გავაუმჯობესოთ მუშაობა და სერვისის ხარისხი.

ჩვენ ვთანამშრომლობთ დამოუკიდებელ მძღოლებთან. ისინი არ არიან კომპანიის შტატში, შესაბამისად, ჩვენ არ შეგვიძლია რომელიმე მათგანის გათავისუფლება. მაგრამ, თუ მძღოლი არღვევს გადაყვანა-გადაზიდვის წესებს, იწვევს კლიენტებისგან საყვედურებს ან სხვაგვარად აზარალებს კომპანიის იმიჯს, ჩვენ ვწყვეტთ მასთან თანამშრომლობას.

ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით სიტყვის თავისუფლებას. მაგრამ საფირმო ნიშნის მქონე ავტომობილზე, რომელიც წარმოადგენს კომპანიის სახეს, პოლიტიკური ლოზუნგების, სხვა კომპანიების ნიშნების და ა.შ. განთავსება არ შეიძლება. ავტომობილზე, რომელსაც არ აქვს საფირმო ნიშანი, მძღოლს შეუძლია დააწეროს ის, რაც მოესურვება - ამ შემთხვევაში ეს მისი პირადი საქმეა. ჩვენი კომპანია არ ერევა პოლიტიკაში. ამისგან პოლიტიკური სკანდალის შექმნის არავითარი საფუძველი არ არსებობს.

მაგრამ ვიღაცას ძალიან აწყობს სიტუაციის სწორედ პოლიტიკურ ჭრილში წარმოდგენა და არაფრისგან კონფლიქტის შექმნა.

გუშინ ქუთაისში უცნობმა პირებმა დააზიანეს Maxim-ის ოფისის ფასადი და შესასვლელი. მათ არ დაენანათ საღებავი და არ დაეზარათ ტრაფარეტების გაკეთება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ტაქსის მძღოლს გაკეთებინა. ვანდალიზმზს არავითარი შეხება არ აქვს სიტყვის თავისუფლებასთან. საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გამოსახატად საქართველოში არსებობს უფრო ცივილიზებული გზები," - აცხადებენ კომპანიაში.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ტაქსი მაქსიმის ადმინისტრაციამ პოლიციას მიმართა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.