ამის
შესახებ ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა და ამავე დროს
კლინიკა "ლჯ"-ის ხელმძღვანელმა ზაზა ლომინაძემ "ქუთაისიპოსტთან"
განმარტა.
ქუთაისში სამედიცინო ნარჩენების უტილიზაცია უახლოეს მომავალში
იგეგმება. ამის შესახებ, ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა
და ამავე დროს კლინიკა "ლჯ"-ის ხელმძღვანელმა ზაზა ლომინაძემ
"ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტა.
კლინიკის ხელმძღვანელის განმარტებით, სამედიცინო ნარჩენების
გაუვნებელყოფა ავტოქარხნის დასახლებაში დაგეგმილი
ტუბერკულოზის, ინფექციურ სნეულებათა და შიდსის
დაავადებათა ახალი ცენტრის მიმდებარედ მოხდება.
"ამ მხრივ ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს, რადგან ამ დროისთვის
სამედიცინო ნარჩენების გატანა დასავლეთ საქართველოდან
ცენტრალიზებულად, თბილისში ხდება", - ამბობს ზაზა ლომინაძე.
ქუთაისში, ავტოქარხნის საავადმყოფოს მიმდებარე
ტერიტორიაზე ტუბერკულოზის, ინფექციურ სნეულებათა და შიდსის
დაავადებათა ახალი
ცენტრის მშენებლობა იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები