საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზის გარკვეული მონაკვეთის შეკეთებაზე
ტენდერი გამოაცხადა.
სახელმწიფო შესყიდვის დოკუმენტის მიხედვით [NAT240019785],
რეაბილიტაცია ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზის კმ8
- რუფოთი-ალისუბანი-საზანო-თუზი-ქვაციხე-კიცხის გზის კმ20 - კმ28+400
მონაკვეთს ჩაუტარდება.
სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 14 325 839 ლარია.
წინადადების მიღება 2 ნოემბერს იწყება და 7-ში მთავრდება.
სატენდერო დოკუმენტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია, ტენდერით
გათვალისწინებული სამუშაოები, სამუშაოების დაწყების შესახებ
შემსყიდველის წერილობითი დავალების გაცემიდან 12 თვეში დაასრულოს.
მასალის გამოყენების პირობები