გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას, ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირის განმავლობაში, უმეტესად უნალექო ამინდია
მოსალოდნელი.
მისივე თქმით, დღეს, 7 ოქტომბერს, თბილი ამინდი შენარჩუნდება, ხვალ, 8
ოქტომბერს კი უმეტეს რაიონში იწვიმებს, ზოგან მოსალოდნელია ელჭექი და
ჰაერის ტემპერატურის 18-22 გრადუსამდე დაკლება.
"9 ოქტომბერს შედარებით გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა დაიწყებს
მომატებას. უნალექო ამინდი 12 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება",-
განმარტავს დოდო გვაზავა.
მისივე ინფორმაციით, 13 ოქტომბერს უმეტეს რაიონში კვლავ იწვიმებს და
მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება.
მასალის გამოყენების პირობები