ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხში, უცნობი პირები ერთ-ერთ ოჯახში
ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები შეიჭრნენ.
შემთხვევა გუშინ, საღამოს საათებში, მოხდა.
მეზობლების ინფორმაციით, სამი ნიღბიანი პირი ოჯახს თანხასა და
ძვირფასს ნივთებს სთხოვდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ დრომდე დაუდგენელი პირები
ფიზიკურად გაუსწორდნენ სახლში მყოფ ოჯახის ერთ წევრს, რის გამოც ის
კლინიკაშია მოთავსებული.
"გავიგეთ, დააყაჩაღეს ოჯახიო. ავტომატებით ყოფილან მისული, თანხა
უნდოდათ და ოქროულობაო, როგორც თქვეს წაუღიათ კიდეც. ზუსტად რა მოხდა
არ ვიცი",- ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.
თავად ოჯახი კი დეტალებზე არ საუბრობს.
არსებული ინფორმაციით, შეიარაღებულ თავდამსხმელებს პოლიცია ამ დრომდე
ეძებს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც
ყაჩაღობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები